თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი

21 აპრილს, 19 საათზე, თბილისის მერიის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი,  სოლისტი- სანდრო ნებიერიძე. თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი შეიქმნა მუნიციპალური დაფინანსებით, ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს. საპრეზენტაციო კონცერტს…