ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის განცხადება

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, 74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ეტაპები და ვადები დაზუსტდება სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ. შესაბამისად, გახანგრძლივდება ნაშრომების მიღების ვადაც. კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, საშუალება გეძლევათ, შეუფერხებლად გამოგზავნოთ ნაშრომთა აბსტრაქტები დებულებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!