ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის განცხადება

მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის არსებობის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებულია სასწავლო პროცესი; სწავლების სპეციფიკიდან გამომდიონარე, გარკვეული საწრეო სწავლებები შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისათვის მიმართოთ უშუალოდ პედაგოგებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულ სასახლეში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.