გამოფენა პირველი რესპუბლიკის ბაღში

1 ივნისს, ბავშვთა დაცვის საერთაშორისო დღეს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარე ტერიტორიაზე, პირველი რესპუბლიკის ბაღში, სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების მიერ პანდემიის დროს შექმნილი ნამუშევრების გამოფენა გაიმართა. გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სასახლის აღსაზრდელების: ნუცა ზაქარაის, თამარ მჭედლიძის და ნინო კაკაბაძის 15-მდე ფერწერული და გრაფიკული ნამუშევარი. პედაგოგები: თამარ ბაქრაძე და ქეთევან ფერაძე. ეროვნული სასახლე გილოცავთ ბავშვთა…