თბილისის საკრებულოში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთი წლის ანგარიში განიხილეს

თბილისის საკრებულოში განათლებისა და კულტურის და სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიების გაერთიანებული სხდომა გაიმართა, რომელზეც დეპუტატებმა ააიპ “მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის” 2020 წლის ანგარიში და სამომავლოდ დაგეგმილი პროექტები განიხილეს. ანგარიში, რომელიც სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ წარადგინა, ეხებოდა პედაგოგებისა და აღსაზრდელებისთვის პანდემიის პირობებში, უსაფრთხო სასაწავლო გარემოს შექმნის მიზნით გადადგმულ ნაბიჯებს, სასწავლო სივრცეების შესაბამის აღჭურვასა და დისტანციური სწავლების…