17-20 სექტემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო პროგრამა „აფლატუნის” სოციალური და ფინანსური განათლების ტრენინგი და მრგვალი მაგიდა თემაზე: „ბავშვთა ფინანსური და სოციალური განათლების პერსპექტივა საქართველოში“. ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე.
ახალგაზრდობის ფინანსური და სოციალური განათლების მნიშვნელობასა და აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე ისაუბრეს „აფლატუნის“ ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამების მენეჯერმა ტეტიანა ვან ვავერენმა, აფლატუნის სასწავლო პროგრამების მენეჯერმა ტერეზა ზალცერმა, სასახლის პროექტების და პროგრამების განყოფილების ხელმძღვანელმა ლევან დვალმა. ტრენინგში მონაწილეობენ პრობაციის ეროვნული სააგენტოს, საქართველოს ეროვნული ბანკის, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, UNICEF–საქართველოს, ორგანიზაციის „გადავარჩინოთ ბავშვები“ და სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის წარმომადგენლები, სასახლის საგნობრივი მიმართულებების ხელმძღვანელი ლია შენგელია.
ტრენინგის თემაა „აფლატუნის“ კონცეფცია და საგანმანათლებლო პროგრამები, საერთაშორისო ქსელი, აქტივობები, სწავლების მეთოდოლოგია, ყურადღება გამახვილდება „აფლატუნის“ საერთაშორისო ქსელის საქმიანობაზე, პარტნიორებს შორის გამოცდილების ურთიერთგაზიარების პრაქტიკაზე, უფლებებსა და ვალდებულებებზე, სამომავლო აქტივობების, პროექტების დაგეგმვაზე.
ტრენერების ტრენინგისა და მრგვალი მაგიდის მიზანია, გააცნოს მონაწილეებს „აფლატუნის“ საგანმანათლებლო პროგრამების ძირითადი ასპექტები და გააუმჯობესოს ბავშვთა და ახალგაზრდობის ფინანსური განათლების, სოციალური წიგნიერების დონე, მონაწილეებს გააცნოს „აფლატუნის“ პროგრამის ბავშვზე ორიენტირებული პედაგოგიური მიდგომა, სწავლების მეთოდიკა, ასევე, პარტნიორი და პოტენციური პარტნიორი ორგანიზაციების წარმომადგენლების მაღალკვალიფიციური ტრენერებად ჩამოყალიბება.
