თბილისის ახალგაზრდული კაპელა

თბილისის ახალგაზრდული კაპელა თბილისის ახალგაზრდული კაპელა, თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად, თბილისის ახალგაზრდული კლასიკური მუსიკის ცენტრს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბაზაზე ქმნის. საგუნდო კაპელას მოსამზადბელ და მთავარ ჯგუფებში 5 დან 26 წლამდე ასაკის საგუნდო ხელოვნების შესწავლის მსურველები მიიღებიან. კაპელას წევრები ქართული და მსოფლიო საგუნდო მუსიკის ნიმუშებს შეისწავლიან. თბილისის ახალგაზრდულ საგუნდო კაპელას აკადემიური გუნდის დირიჟორი, ლოტბარი მიხეილ ჯავახიშვილი…

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ბაზაზე დაფუძნდა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ორკესტრის იდეა ეკუთვნის ახალგაზრდა დირიჟორს მირიან ხუხუნაიშვილს და მუსიკოსს მიხეილ მდინარაძეს. ორკესტრის წევრების შერჩევა ხდება ყოველწლიურად კონკურსის გზით. მუსიკოსების ასაკი განისაზღვრება 14-26 წლამდე.

თაობა – ახალგაზრდული ფესტივალები

ეროვნულ სასახლეში 2017 წლიდან დაფუძნდა ხუთი სახელოვნებო, ახალგაზრდული ფესტივალი: კინოფესტივალი “თაობა” – http://taobaff.ge თეატრალური ფესტივალი “თაობა” მუსიკალური ფესტივალი “თაობა” ფოლკლორული ფესტივალი “თაობა” ქორეოგრაფული ფესტივალი “თაობა”

რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,სარკეებიან” დარბაზში შემეცნებით – გასართობი მიმართულების ორგანიზებით, რბილი თვითნაკეთი სათამაშოების საქალაქო კონკურსი გაიმართა გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თემატურად მრავალფეროვანი საინტერესო შემოქმედებითი ნამუშევრები: ქართული ეროვნული თოჯინების ნიმუშები, ზღაპრების თემაზე შექმნილი კომპოზიციები, სხვადასხვა მასალისგან დამზადებული სათამაშოები. პროექტში მონაწილე საჯარო სკოლების აღსაზრდელებს და მათ პედაგოგებს ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა კონკურსში აქტიური ჩართულობისათვის და…

73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დახურვა

11 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა. კონფერენცია ნოდარ დუმბაძის დაბადებიდან 90–ე წლისთავს მიეძღვნა. ტრადიციულ ყოველწლიურ კონფერენციაში საქართველოს მასშტაბით მოქმედი საჯარო, კერძო, სრული და არასრული სკოლების, გიმნაზიებისა და კოლეჯების VIII – XII კლასების მოსწავლეები, მოსწავლე – ახალგაზრდობის სახლების, ახალგაზრდული ცენტრებისა და სკოლის გარეშე დაწესებულებების წრეებისა და კლუბების წევრი მოსწავლეები მონაწილეობდნენ. მონაწილეებმა კონფერენციის 20…

პირველი რესპუბლიკის თასი

3 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული ,,სასახლის სარკეებიან” დარბაზში საჭადრაკო ბლიც-ტურნირი ,,პირველი რესპუბლიკის თასი” გაიმართა. ღონისძიება ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ გახსნა, მან მოზარდებისთვის ჭადრაკის მნიშვნელობაზე ისაუბრა, წარმატება უსურვა ტურნირში მონაწილე გუნდებს და მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდამჭერებს, ასევე ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის საუკეთესო პედაგოგები- მზია ლოლიშვილი და ვაჟა გორგაძე მადლობის სიგელით დააჯილდოვა. ბლიც- ტურნირში…

2 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, არსებობის 78 წელი შეუსრულდა. 

2 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეს, არსებობის 78 წელი შეუსრულდა. გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს – ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ქმნიან სასახლის ისტორიას, ასევე განსაკუთრებულად ვულოცავთ აღსაზრდელებს, რომლებიც სასახლეს საკუთარ მომავალს ანდობენ და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ჩვენთან ერთად დგამენ. ჩვენი გუნდი აგრძელებს ეროვნული სასახლის- არაფორმალური განათლების ლიდერი ორგანიზაციის განვითარებას და მისი, როგორც კულტურულ-საგანმანათლებლო…

თანასწორობა და დისკრიმინაცია

2 მაისს, დისკრიმინაციის ყველა ფორმის აღმოფხვრის შესახებ კანონის მიღების 5 წლის თავის აღსანიშნავად ევროპის საბჭომ და სახალხო დამცველის აპარატმა, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,ინტერკლუბის” მოსწავლეებთან გამართეს საჯარო ლექცია თემაზე:,,თანასწორობის მნიშვნელობა და დისკრიმინაციის აღმოფხვრის გზები”. შეხვედრაზე საქართველოს სახალხო დამცველმა ნინო ლომჯარიამ, ევროპის საბჭოს ოფისის ხელმძღვანელის მოადგილემ საქართველოში -ვაჰაგ მურადიანმა და ,,მე ვირჩევ თანასწორობას” პროექტის უფროსმა ოფიცერმა- ნინო…

კალმოსანთა  შეკრების მონაწილეების საყურადღებოდ!

შემოქმედ მოსწავლეთა შეკრება „კალმოსანი“ 11 მაისს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება საქართველოს შემოქმედ მოსწავლეთა შეკრება „კალმოსანი“. მონაწილეთა რეგისტრაცია – 08:35 – 09:35 სთ, 43-ე ოთახი, ეროვნული სასახლე. 2019 წლის 11 მაისს შემოქმედ მოსწავლეთა შეკრებაზე გამოსაძახებელ ავტორთა სია

73 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!

  11 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 73 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტური გაიმართება. რეგისტრაცია: 08.35 – 09.35 საათი 2019 წლის 11 მაისს მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე გამოძახებულ მოსწავლეთა სია

თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება და ვარსკვლავის გახსნა

24 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და ვარსკვლავის გახსნა გაიმართა. თეატრალური მიმართულება უკვე 78 წელია არსებობს, სასახლის თეატრმა არაერთი წარმატებული ხელოვანი, მსახიობი და რეჟისორი აღზარდა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრის დიდი ისტორიისა და მრავალწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ფილმის ,,ეროვნული სასახლის თეატრი -78″ ჩვენება და ალბომის პრეზენტაცია. ქ. თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა…

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი

21 აპრილს, 19 საათზე, თბილისის მერიის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი,  სოლისტი- სანდრო ნებიერიძე. თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი შეიქმნა მუნიციპალური დაფინანსებით, ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს. საპრეზენტაციო კონცერტს…