აქცია: ,,დაიცავი გარემო – დაეხმარე ცხოველებს“

7 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარედ, პირველი რესპუბლიკის  სახელობის ბაღში ეროვნული სასახლის სამეცნიერო კუთხის ინიციატივით,  კომპანია „ Professional Legal Consulting” მხარდაჭერით გაიმართა  აქცია: ,,დაიცავი გარემო – დაეხმარე ცხოველებს”. სასახლის სამეცნიერო კუთხე დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ. აქციის მიზნისა  და დანიშნულების,   გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ისაუბრეს სასახლის  დირექტორმა თიკა რუხაძემ,  კომპანია   „ Professional Legal Consulting”  დირექტორმა    დავით…

კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია

27 ნოემბერს,  ეროვნულ სასახლეში,  კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის  ფარგლებში გაიართა ინტერაქტიული ლექცია-საუბრები სასახლის სხვადასხვა მიმართულებების   მოსწავლეებისთვის.  ევროპის კულტურის პარლამენტის სენატორმა,  მარი – ლუიზ ფონ პლესენმა გამართა პრეზენტაცია „ევროპის  ინტეგრაციის საკითხები ისტორიულ კონტექსტში;  ჩვენი ხედვა- „მემკვიდრეობა, განსხვავებულობა,  საერთო მომავალი”. რეჟისორმა, წინანდლის საერთაშორისო  მუსიკალური  ფესტივალის დირექტორმა დავით საყვარელიძემ  ისაუბრა კულტურის, კულტურული ურთიერთობების როლზე  ევროპასთან ინტეგრაციის, საერთო ევროპული…

საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში“

25 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში”. ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა არაფორმალური,სკოლისგარეშე დამატებითი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მომავალი თაობისთვის მისი მსოფლმხედველობის გაფართოების, მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლების თვალსაზრისით. არაფორმალური განათლების მიზნებსა და გამომწვევებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე ისაუბრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის…

მოძრაობის „A Soul for Europe“ კონფერენცია ბერლინში

10-11 ნოემბერს,  გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში, ბერლინში  გამართულ  მოძრაობა “ევროპის სულის” („A Soul for Europe”)  კონფერენციაში მონაწილეობდნენ   მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის  პროექტების და პროგრამების განყოფილების  ხელმძღვანელი ლევან დვალი,  სასახლის საბუნებისმეტყველო მიმართულების  მოსწავლე  ნიკოლოზ ცაგარეიშვილი, რომელიც 12-14 ოქტომბერს, სასახლეში  ჩატარებული ვორქშოფის შედეგად შეირჩა, როგორც აქტიური მონაწილე. კონფერენციაზე  განიხილეს ევროპის საერთო მომავალთან დაკავშირებული საკითხები: „ვინ არის პასუხისმგებელი ევროპის მომავალზე?…

საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“ – XII

1-5 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში გაიმართა   ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი  „თბილისური აისი” –  XII.  ფესტივალში მონაწილეობდნენ 14  ქვეყნის:   გერმანიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის,  უკრაინის,  დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, რუსეთის და სხვ. წარმომადგენლები, მათ შორის, კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დეივ უეტერსონი (დიდი ბრიტანეთი). ფესტივალზე  წარმოდგენილი  იყო  კინომოყვარულთა მიერ შექმნილი ფილმები. ახალგაზრდა რეჟისორების, მსახიობების  ნამუშევრები  შეაფასა  კომპეტენტურმა ჟიურიმ ცნობილი …

საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში

29 ოქტომბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურიელიძესთან. სტუმარმა ისაუბრა ზოოპარკის ისტორიის, ევოლუციის, დანიშნულებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, ცხოველთა ეგზოტიკურ სახეობებზე, გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებასა და აღდგენაზე, უპასუხა სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეების კითხვებს.

პროექტი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200“

26 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტის ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200″ ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული საათი ,,ვერღა ამიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!” ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელმა რუსუდან ყიფიანმა ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პირადი წერილებიდან. ყურადღება გამახვილდა მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის იმ ნაწილზე, რომელიც სატრფიალო-სამიჯნური ხასიათისაა.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

16 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და არასამთავრობო ორგანიზაცია „საზოგადოებრივ დამცველს” შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა, რომელიც მხარეებს შორის აქტიურ თანამშრომლობას ოთვალისწინებს. მემორანდუმს ხელი მოაწერეს ეროვნული სასახლის დირექტორმა, თინათინ რუხაძემ და „საზოგადოებრივი დამცველის” თავმჯდომარემ, ირინა ფუტკარაძემ. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლების და ლტოლვილთა სამინისტროს დაფინანსებული პროექტის: „საქართველოში საერთაშორისო დაცვის მქონე პირთა ინტეგრაცია” ფარგლებში, „საზოგადოებრივი დამცველის”…

„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში“

15 ოქტომბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა 2017-2018 სასწავლო წლის პირველი შეხვედრა. ეროვნული სასახლის მთავარმა ქორეოგრაფმა, პროფესორმა ლაუზი (რეზო) ჭანიშვილმა ისაუბრა ქართული ცეკვის, ქორეოგრაფიის ფენომენის, მისი ისტორიის და განვითარების შესახებ, უპასუხა მრავალრიცხოვან კითხვებს; შეხვედრამ სასახლის მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია.

ვორქშოფი “მოქალაქეების მომავალი-ევროპის მომავალი”

12 და 13 ოქტომბერს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  გაიმართა  საერთაშორისო მოძრაობა “ევროპის სულისთვის” ექსპერტების ორი  ვორქშოფი სასახლის მოსწავლეებისათვის, 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.  ღონისძიების  თემა – საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. ვორქშოფს ატარებს მოძრაობა „ევროპის სულისთვის” (A Soul for Europe) ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ კავკასიის ადგილობრივ ფილიალთან „კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიუროსთან”,…

საზეიმო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის ბაღში

8 ოქტომბერს,  მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარედ,   პირველი რესპუბლიკის ბაღში თბილისობის დღესასწაულისა და  ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი    მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიება გაიმართა ეროვნული სასახლის  მოსწავლეების  მონაწილეობით. შეკრებილებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა  გოგი თოდაძემ.  გამოიფინა სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების ნამუშევრები,  გაიმართა ფოტოხელოვნების წრის აღსაზრდელების ფოტოგამოფენა.  შედგა მინი-ტურნირი ჭადრაკში, ერთდროული თამაშის…

ეროვნულ სასახლეში სასწავლო წელი დაიწყო

2 ოქტომბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში სწავლა დაიწყო, სასახლის ბენეფიციარები სასახლის 15 მიმართულების 160 -ზე მეტ წრეში შეუდგნენ მეცადინეობას, საკუთარი ინტერესისა და მიდრეკილების შესაბამისად. ახალ, 2017-2018 სასწავლო წელს სასახლე არაერთი საინტერესო სიახლით ხვდება, წლის განმავლობაში განხორციელდება ახალი და ტრადიციული მასშტაბური პროექტები, მათ შორის, საერთაშორისო ფესტივალები და ვორქშოფები,ფორუმები, კონფერენციები.