EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის ტრენინგი ეროვნულ სასახლეში

ეროვნულ სასახლეში EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის, პროექტის მენეჯერის  ჟანეტა სტატევსკას  ტრენინგი მიმდინარეობს  ევროკავშირისა და ევროკომისიისგან თანხების მოძიების შესაძლებლობებსა და პროცედურებთან დაკავშირებით. სემინარის თემაა  ევროპული ფონდები, დაფინანსება და ფონდების მოძიება; ცნობილი ევროპული ფონდები და ორგანიზაციები, როგორც პოტენციური დონორები; ევროპული ფონდების  პრიორიტეტები და მიმართულებები;  პარტნიორების მოძიების გზები, თანამედროვე პროექტის, საგრანტო განაცხადის  ძირითადი ასპექტები; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  უპირატესობები და …

„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა” 16-წლამდელთა ბ-ლიგაში  საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა „ორბი1″- თან, ანგარიშით 68:63. გუნდი ახლა უკვე ნახევარფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას. გუნდის პრეზიდენტია  თიკა რუხაძე, მწვრთნელი –  ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი –  ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი  – ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი – ლელა გაბოძე.