ლექცია – საუბარი ჟურნალისტიკის საფუძვლებზე

24 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურული ჟურნალისტიკის კლუბის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდა ლექცია – საუბარი  მედია ეთიკაზე, თვითრეგულირებასა და ჟურნალისტიკის შემოქმედებითი მოღვაწეობის საფუძვლებზე. ლექციის მიზანია მოზარდებს გაუღრმავოს ცოდნა და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის დროს. ჟურნალისტმა,  ეროვნული სასახლის აღზრდილმა  თამარ რუხაძემ საუბრის დასასრულს მოსწავლეების  კითხვებს  უპასუხა.  

მთარგმნელთა საქალაქო კონკურსი

24 თებერვალს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების მიმართულებამ  მთარგმნელთა 52-ე საქალაქო კონკურსი ჩაატარა. კონკურსი, რომელშიც   თბილისის საჯარო და კერძო სკოლების VIII – XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ,   ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და  ესპანურ ენებში გაიმართა. ტრადიციულმა  ღონისძიებამ  დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში 196  ნორჩი მთარგმნელი მონაწილეობდა.  წარმატებული მონაწილეები  ეროვნული სასახლის სიგელებით დაჯილდოვდებიან. სასახლის უცხო ენების…

„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში”

22 თებერვალს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა ჩაატარა ლექცია ,,1918-21 წლების მოვლენები საქართველოში”; ისაუბრა 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიპეტიებზე, საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, დამფუძნებელი კრების საქმიანობაზე, საქართველოს იმდროინდელი კოალიციური მთავრობის წევრებზე, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებზე. ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული სასახლის როლი…

მედიაწიგნიერების ტრენინგი

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის „ამერიკულ კუთხეში“  პროექტ “მედია ლაბ” – ის შეხვედრა შედგა. ტრენერ მარიამ ჭანიშვილთან ერთად პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერების რაობაზე და სხვადასხვა ჭრილში განიხილეს მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი”

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალი აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი” გაიხსნა. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო “არდაგი”  სასახლის ბაზაზე დაარსდა;  აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ თავი გამოცადონ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში; შეისწავლონ კლასიკური, ციფრული და კონცეფტუალური ხელოვნება. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნოში თითოეული მიმართულების არჩევის შემთხვევაში   მოსწავლეები  თანაბრად დაეუფლებიან საგნის თეორიული და პრაქტიკული მხარეებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

15 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ნათია გოცაძემ. მემორანდუმის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში მედია წიგნიერების დონის გაზრდა, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე…

ტიგრან პეტროსიანის მემორიალი

  8 – 15 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  გაიმართა  ტიგრან პეტროსიანის მემორიალი – საჭადრაკო ტურნირი 10-12 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირის გამარჯვებულები სასახლის საჭადრაკო სკოლის, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საჭადრაკო სკოლის პედაგოგმა დავით გურგენიძემ ტურნირის მნიშვნელობაზე, ტიგრან პეტროსიანის მოღვაწეობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრა. ტურნირში მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის…

ფილმის ,,მეცნიერება ქმნის მომავალს“ პრემიერა

10 თებერვალს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის ლექტორიუმში  სასწავლო-შემეცნებითი ფილმის –  ,,მეცნიერება ქმნის მომავალს“ პრემიერა გაიმართა, რომელიც  სასახლის საბუნებისმეტყველო და სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის  2017- 18 სასწავლო წლის საქმიანობას ასახავს. მიმართულების  ხელმძღვანელმა ია გოდერძიშვილმა  სამეცნიერო კუთხის  მრავალმხრივ საქმიანობაზე, მის მიერ განხორციელებულ მასშტაბურ პროექტებზე, სხვადასხვა  სასწავლო-შემეცნებითი  აქტივობაზე ისაუბრა. აუდიო-ვიზუალური მიმართულების  ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ  ფილმის გადაღების პროცესზე, მასში…

თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის მოსმენა

2-3  თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრის მოსმენა გაიმართა. ჟიური მონაწილეთაგან საუკეთესოებს შეარჩევს. ინსტუმენტები – ფლეიტა, ჰობოი, კლარნეტი, ფაგოტი, საყვირი, ვალტორნა, ვიოლინო, ალტი, ჩელო. თბილისის სიმფონიური ორკესტრი 15 -დან 28 წლამდე ასაკის ახალგაზრდა მუსიკოსებს გააერთიანებს. ორკესტრი მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში დაიდებს ბინას. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორი – მირიან ხუხუნაიშვილი. მენეჯერი –…

წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღე

1 თებერვალს, წიგნის საჯაროდ კითხვის მსოფლიო დღეს,  ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზში   ბიბლიოთეკის მკითხველთა კლუბის წევრებმა,  სასახლის მიმართულებების   მოსწავლეებმა,   დირექტორმა თიკა რუხაძემ, პედაგოგებმა საჯაროდ  წაიკითხეს  ცნობილი  ნაწარმოებები.  საგანმანათლებლო- შემეცნებითმა აქციამ  დიდი ინტერესი გამოიწვია. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე წელს მეოთხედ  უერთდება ამ მასშტაბურ ღონისძიებას.  ღონისძიების ინიციატორია ეროვნული  სასახლის ბიბლიოთეკა. წიგნის საჯაროდ კითხვის  მსოფლიო დღეს  ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ…

საერთაშორისო კინოფესტივალის „თაობა“ – 2019 პრეზენტაცია

31 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა   თინათინ რუხაძემ, კულტურის და განათლების ფონდის სამხატვრო ხელმძღვანელმა ნინო ქავთარაძემ,  კინოფესტივალის „თაობა“ გენერალურმა  დირექტორმა, ლევან დვალმა  საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“  პრეზენტაცია-წარდგენა გამართეს. სპიკერებმა  ისაუბრეს კინოფესტივალის ძირითად პროგრამაზე, ახალგაზრდებისა და ფართო საზოგადოების ჩართულობაზე, მოწვეულ სტუმრებზე, მონაწილეობის წესებსა და პარტნიორ  უცხოურ კინოფესტივალებში ქართველი ახალგაზრდების ჩართვის შესაძლებლობებზე. 2019 წლის 11-დან 15 აპრილის…

მედიასკოლის პრეზენტაცია

  30 იანვარს,  მოსწავლე –  ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში  ჟურნალისტიკით დაინტერესებული  ბავშვებისა და ახალგაზრდებისთვის   ნინო შუბლაძის მედიასკოლის ღია კარის დღე –  პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ისაუბრა მედიასკოლის მნიშვნელობაზე, ახალგაზრდების მზარდ ინტერესზე ამ  სფეროსადმი, აღნიშნა, რომ  სასახლეს უახლოეს მომავალში  თავისი ციფრული მედია, ტელევიზია ექნება,  ყურადღება გაამახვილა ნინო შუბლაძის საავტორო  მედიასკოლის მრავალმხრივ და…