ეროვნულ სასახლეში „შვიდკაცას“ სტუდია გაიხსნა

26 იანვარს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,ინტერკლუბში” მუსიკალური მიმართულების ,,შვიდკაცას” სტუდიაში მსურველთა მისაღებად ღია მოსმენა გაიმართა. “შვიდკაცა” ქართული ხალხური სიმღერების, საგალობლების და ქალაქური ჟანრის სიმღერების გამორჩეული შესრულებით ცნობილი ანსამბლია. მისი ამჟამინდელი შემადგენლობა უკვე 19 წელია წარმატებით მართავს კონცერტებს საქართველოში და ქვეყნის ფარგლებს გარეთ. მრავალწლიანი სასცენო მოღვაწეობის შემდეგ, ანსამბლის წევრები ბოლო ხუთი წელია ცდილობენ გამოცდილება ახალგაზრდა თაობას…

საჭადრაკო ფესტივალი „ვახტანგიანა-2019“

მოსწავლე -ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლამ  ქართული ჭადრაკის ერთ-ერთი ფუძემდებლის, ვახტანგ ქარსელაძის საიუბილეო თარიღის აღსანიშნავად საჭადრაკო ფესტივალი „ვახტანგიანა-2019“ ჩაატარა, რომლის მთავარი ტურნირიც  20 – 21 იანვარს ჭადრაკის სასახლეში გაიმართა. ტურნირში მონაწილეობდა 8 გუნდი, რომელიც დაკომპლექტებული იყო  სასახლის საჭადრაკო სკოლის ყველა თაობის პედაგოგებისა და სკოლის აღზრდილებისგან. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობის სიგელი გადასცა სასახლის ღვაწლმოსილ…

გუნდ ,,კარდინალის“ გამარჯვება

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა” პირველი ადგილი დაიკავა თბილისის სპორტულ კლუბებს შორის  ჩემპიონატში. გუნდის პრეზიდენტია ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე, მწვრთნელი – ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი – ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი – ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი – ლელა გაბოძე.  

ბავშვები ბავშვებისათვის

14 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენლები  არასამთავრობო ორგანიზაცია „ბავშვი და გარემოს“ ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრებს ესტუმრნენ. სასახლის აღსაზრდელებმა, ბავშვთა ცენტრ “ცისარტყელას”, „იმედის“, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრ „ ბეღურების“, ფონდ „ჩემი სახლის“ ბენეფიციარებს შობა-ახალი წელი და დამდეგი ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს. დღის ცენტრების აღსაზრდელებმა კი თანატოლებს კონცერტი გაუმართეს.   შეხვედრის დასასრულს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მოსწავლეებმა მათ საჩუქრები…

საშობაო დღესასწაული

7 იანვარს, შობის ბრწყინვალე დღესასწაულზე,  პირველი რესპუბლიკის მოედნიდან  ალილოს მსვლელობა გაიმართა, რომელშიც ტრადიციულად,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ მიიღო მონაწილეობა. სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, საშემსრულებლო მიმართულებების ხელმძღვანელმა ხათუნა შავშიშვილმა  და  ქორეოგრაფიული ანსამბლ  „ლაშქარის“  წევრებმა,  ჩოხოსნებმა საზეიმო მსვლელობის   მონაწილეებს  შობა-ახალი წელი მიულოცეს და საახალწლო ნობათი, საჩუქრები და ტკბილეული გადასცეს. შემოწირულობები ბავშვთა სახლებსა და უმწეოთა თავშესაფრებში გადანაწილდება.

საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი

   3-5  იანვარს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი გაიმართა. ზეიმი  განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  ახალი  სპექტაკლი “საახალწლო ზღაპარი”, სადღესასწაულო წარმოდგენა: თოვლის ბაბუა, ჯამბაზების შოუ,  ზღაპრებისა და  მულტფილმების  ნაცნობი, ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები, მხიარული სანტა კლაუსი; გაიმართა სახალისო აქტივობები,  თამაშები მოზარდებისთვის, შესრულდა საახალწლო სიმღერები, მუსიკალური ნომრები,  მოწვეული…

სასახლის დირექტორმა 2018 წლის ანგარიში წარადგინა

28 დეკემბერს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ 2018 წლის ანგარიში და 2019 წლის პერსპექტიული სამოქმედო გეგმა წარადგინა. ეროვნული სასახლის დირექტორმა ისაუბრა წლის განმავლობაში განხორციელებულ პროექტებსა და სიახლეებზე, მათ შორის, ყურადღება გამახვილდა გასულ წელს ჩატარებული საერთაშორისო თეატრალური, მუსიკალური და ქორეოგრაფიული ფესტივალის – „თაობის“ შედეგებზე, ეროვნული სასახლის ახალ მეთოდურ მიდგომებზე, პედაგოგების შრომის ანაზღაურების ახალი სისტემის მნიშვნელოვან…

საახალწლო ზეიმი „პიონერფილმში“

28 დეკემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში კინოს საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილი საახალწლო ზეიმი გაიმართა აუდიო-ვიზუალური მიმართულების სტუდია „პიონერფილმის“ უმცროსკლასელების და უფროსი თაობის მოსწავლეების მონაწილეობით. ზეიმის მონაწილეებმა განასახიერეს კინო და ზღაპრის გმირები, ისაუბრეს კინოხელოვნების ისტორიისა და განვითარების გზების შესახებ. აუდიტორიას აჩვენეს გასული, 2018 წლის წლის საქმიანობის ამსახველი კადრები, შეაჯამეს გაწეული მუშაობა,გაიხსენეს კურიოზები. შედგა „პიონერფილმის“ წევრების მიერ გადაღებული…

საგანმანათლებლო სკოლა ,,მომავლის ბავშვები“

22-24 დეკემბერს საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების სამეცნიერო კუთხის ორგანიზებით,   აშშ-ის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით  სასახლეში ფუნქციონირებდა ზამთრის საგანმანათლებლო სკოლა  ,,მომავლის ბავშვები“.  პროექტის ფარგლებში გაიმართა მრავალფეროვანი აქტივობები: ლექცია-საუბრები, ვორქშოფები,  ლაბორატორიული ცდები, ჩატარდა  მოსწავლეთა სამეცნიერო  კონფერენცია თემაზე „გლობალური დათბობა და ეკოლოგიური პრობლემები“. სკოლის ბენეფიციარებს თბილისის  ზოოლოგიური პარკის საგანმანათლებლო ცენტრსა და  საქართველოს დაცული  ტერიტორიების სააგენტოში ჩაუტარდათ  ლექციები.    

ქორეოგრაფიული ფესტივალის „თაობა“ გალა კონცერტი

17 დეკემბერს, გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრში ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული ფესტივალის „თაობა“ – 2018 გალა კონცერტი გაიმართა. კონცერტში მონაწილეობდნენ მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული მიმართულების ანსამბლები, რომლებიც მაყურებლის წინაშე ფართო მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ. ანსამბლებმა “ლაშქარი”, “იმედი”, “სიხარული” “შევარდენი”, “ფერხული“ „ბასიანი“, „თამარიონი“, „კავკასიონი“ შეასრულეს ქართული ხალხურ ცეკვები, წარმოადგენს საინტერესო ქორეოგრაფიული დადგმები. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა…

მუსიკალური ფესტივალის „თაობა“ გალა კონცერტი

14 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში პირველი მუსიკალური ფესტივალის  „თაობა“    გალა კონცერტი  და  ლაურეატთა  დაჯილდოების  ცერემონია გაიმართა.    გამოვლინდნენ   სხვადასხვა ნომინაციაში  გამარჯვებული  ნაწარმოებები  და  მათი ავტორები. საუკეთესო    ნაწარმოებები, რომელთა ავტორებმა საპრიზო ადგილები დაიკავეს,  შეასრულეს სასახლის მუსიკალური მიმართულების ანსამბლებმა   „მზიური“, „წითელქუდა“, „იები“, ვოკალურმა  ჯგუფებმა,  სოლისტებმა.    საკონკურსოდ წარმოდგენილი  ნაწარმოებები შეაფასა,   როგორც  პროფესიულმა, ისე ახალგაზრდულმა  ჟიურიმ. ნომინაციაში  „საუკეთესო  საბავშვო…