კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო კვირეული

3- 5 დეკემბერს,  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  და წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის  ორგანიზებით  კომპიუტერული მეცნიერების საგანმანათლებლო  კვირეულის ფარგლებში გაიმართა სხვადასხვა ღონისძიება: პოპულარული  ლექციები,   კოდირების  საათები, რომლებსაც  უძღვებოდნენ  პროფესიონალი პროგრამისტები და კომპიუტერული მეცნიერების წამყვანი სპეციალისტები.  კვირეულში  მონაწილეობდნენ  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სხვადასხვა მიმართულების,  ქალაქ თბილისისა  და რეგიონების საჯარო  სკოლების  მოსწავლეები,   მონაწილეებს ქართულმა უნივერსიტეტმა სამახსოვრო…

ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება

24  ნოემბერს  მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში  ახალგაზრდა ფოლკლორისტთა მე-19 შეკრება გაიმართა. შეკრებაში მონაწილეობდნენ  საჯარო, კერძო სკოლების, გიმნაზიების, კოლეჯების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, სასახლეებისა და სხვა სკოლისგარეშე აღმზრდელობით – საგანმანათლებლო დაწესებულებათა VI-XII კლასის მოსწავლეები  საქართველოს  რეგიონებიდან,   230-ზე მეტი   მონაწილე. შეკრების მონაწილეებმა  სექციური სხდომებზე    წარმოადგინეს  და დაიცვეს  საინტერესო  ნაშრომები  ფოლკლორის თემატიკაზე, მათ მიერ მოძიებული  და ჩაწერილი   ზეპირსიტყვიერების ნიმუშები: ზღაპრები,…

სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი

18 ნოემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების  ორგანიზაციების    სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი, რომელშიც მონაწილეობენ საქართველოს მასშტაბით მოქმედი მრავალპროფილიანი სასწავლო, კულტურული,  სპორტული, სკოლისგარეშე,  არაფორმალური განათლების ორგანიზაციები. ფორუმის მონაწილეებმა    განიხილეს  ურთიერთთანაშრომლობის მნიშვნელოვანი  საკითხები,  შეაჯამეს   გაწეული  საქმიანობა  და  დასახეს     კოორდინირებული მუშაობის   გზები,   სამომავლო აქტივობები და პროექტები. ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ  ისაუბრა არაფორმალური განათლების აღიარების საკითხზე, შესაბამისი საკანონმდებლო…

საერთაშორისო კონფერენცია ,,არაფორმალური განათლების გამოწვევები”.

17 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების რიგით მეორე საერთაშორისო  კონფერენცია ,,არაფორმალური განათლების გამოწვევები”. კონფერენცია წარიმართა თბილისის მერიის კულტურის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის ხელმძღვანელ ირაკლი გვილავას, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშის, თბილისის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე მარიკა დარჩიას, განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილე ირინა აბულაძის მონაწილეობით,…

კულტურის დიპლომატიის აკადემია

16 ნოემბერს, მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის ფარგლებში გაიმართა ლექციები, ვორქშოფები, პრეზენტაციები.  ლექცია ევროპულ ღირებულებებსა და საერთო ინტერესებზე წაიკითხა ევროპის პარლამენტის კულტურის და განათლების კომიტეტის ყოფილი თავმჯდომარე  დორის პაკმა. შვედმა დიპლომატმა- ელჩმა კარლ-ერიკ ნორმანმა ისაუბრა კულტურული დიპლომატიის მნიშვნელოვან როლზე. ლექცია- საუბრის ფარგლებში თანამედროვე ჟურნალისტიკის გამოწვევებსა და დღევანდელ საკომუნიკაციო ფორმებზე – კომუნიკაციების ექსპერტმა…

პირველი საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი „თაობა“

1- 5 ნოემბერს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა  სასახლემ  საბავშვო და ახალგაზრდულ  საერთაშორისო  ფესტივალს უმასპინძლა,  რომელიც ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. ეროვნული სასახლის საერთაშორისო თეატრალური  ფესტივალის ფარგლებში მაყურებელმა  იხილა როგორც საქართველოს,   ასევე  უკრაინის, ლიეტუვის, რუსეთის, სომხეთის  საბავშვო და ახალგაზრდული თეატრალური კოლექტივების    მრავალფეროვანი   და საინტერესო სპექტაკლები. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მასტერ კლასი ქართულ ცეკვაში. 5 ნოემბერს, ეროვნულ სასახლეში  პირველი …

მასწავლებლის საერთაშორისო დღე

10 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის “ინტერკლუბში” მასწავლებლის საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით, გაიმართა სასახლის 2017-2018 სასწავლო წლის წარმატებული პედაგოგების დაჯილდოების ცერემონია. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ სასახლის პედაგოგებს პროფესიული დღე მიულოცა და დააჯილდოვა სიმბოლური საჩუქრებით. “მადლობა იმ შრომისა და ამაგისთვის, რომელიც თქვენ მიგიძღვით თითოეული ბავშვის აღზრდაში”. დირექტორმა ასევე აღნიშნა ეროვნული სასახლის ვ. ქარსელაძის სახელობის საჭადრაკო სკოლის პედაგოგების…

სასახლელების კონცერტი თბილისობის დღესასწაულზე

7 ოქტომბერს თბილისობის გრანდიოზული დღესასწაულის, „თბილისობა 2018”-ის ფარგლებში, რიყის პარკში გამართულ კონცერტში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქორეოგრაფიული და მუსიკალური მიმართულებების, მუსიკალურ- ქორეოგრაფიული სკოლის ანსამბლები და სოლისტები მონაწილეობდნენ, რომლებიც ზეიმის მონაწილეების, მრავალრიცხოვანი მაყურებლის მაყურებლის წინაშე საინტერესო მრავალფეროვანი პროგრამით წარსდგნენ.

სასახლე ვილნიუსში გამართულ EAICY-ის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

1-2 ოქტომბერს, ვილნიუსში EAICY-ის, ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციისა და ლიტვის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშომლობით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „როგორ აღვზარდოთ მომავლის ლიდერები დღეს -ემოციური ინტელექტი – ხელოვნური ინტელექტი“ . კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროქტების და პროგრამების განყოფილების მენეჯერი ლევან დვალი, როგორც ეროვნული სასახლის, EAICY -ის პრეზიდიუმის…

კონკურსის შედეგი

ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მედიასკოლის ხელმძღვანელის (ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა პროექტის ავტორი – ნინო შუბლაძე. ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია 27. 09. 2018.

განახლებული ასტრონომიის კლასის გახსნა

25 სექტემბერს, ეროვნულ სასახლეში განახლებული ასტრონომიის კლასი გაიხსნა. საქველმოქმედო ფონდი „ევროარტის” ინიციატივით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმს საზეიმოდ გადაეცემა ტელესკოპის სრული კომპლექტი. განახლებულ ასტრონომიის კლასში და სასახლის პლანეტარიუმში მოზარდებს ჩაუტარდებათ შემეცნებითი ლექცია-საუბრები. ასტრონომიისა და პლანეტარიუმის საგანმანათლებლო კურსი დაინტერესებულ მოზარდებს ასტრონომიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბუნების სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების უკეთ ათვისებაში დაეხმარება. პროექტის…

„აფლატუნის” ტრენერთა ტრენინგი და მრგვალი მაგიდა

17-20 სექტემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო პროგრამა „აფლატუნის” სოციალური და ფინანსური განათლების ტრენინგი და მრგვალი მაგიდა თემაზე: „ბავშვთა ფინანსური და სოციალური განათლების პერსპექტივა საქართველოში“. ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ახალგაზრდობის ფინანსური და სოციალური განათლების მნიშვნელობასა და აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე ისაუბრეს „აფლატუნის“ ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამების…