სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დირექტორი თანამშრომლებს შეხვდა

3 სექტემბერს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო წლის მნიშვნელოვან სიახლეებსა და ყველა მიმართულებით მიმდინარე განახლების პროცესს, დაგეგმილ ცვლილებებს, მასშტაბურ პროექტებსა და ფესტივალებს.

კინოფესტივალი თბილისური აისი

სასახლე ემზადება საერთაშორისო კინოფესტივალისთვის! გრიგოლ ჩიგოგიძის ინიციატივით და სტუდია “პიონერფილმის” ბაზაზე 2017 წელს აღვადგენთ საერთაშორისო კინოფესტივალს. ამ ეტაპზე დასრულდა კინოფესტივალის ბრენდინგის ეტაპი. პარალელურად მიმდინარეობს საფესტივალო პროგრამის და მონაწილეთა რეგისტრაციის მოსამზადებელი სამუშაოებიც.

Erasmus+

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში Erasmus + ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში. Erasmus + წარმოადგენს ევროკავშირის შვიდწლიან პროგრამას, სრული ბიუჯეტით 14.7 მილიარდი ევრო. იგი აერთიანებს განათლების, სპორტის, ტრენინგებისა და ახალგაზრდულ პროგრამებს. განხორციელებული პროექტები:   Social Entrepreneurship as a Tool for Social Inclusion ხორვატიაში, სასახლის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტრენინგ კურსი ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელშიც მოსწავლე…

სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ინიცირებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი აერთიანებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 40-მდე დაწესებულებას მთელი საქართველოდან, რომლებიც უმეტესად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილიან, სასწავლო, კულტურულ, სპორტულ, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ფორუმის მიზანია საქართველოში არსებული არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივად სასარგებლო კომუნიკაციების დანერგვა. ეროვნული სასახლის მიერ შემუშავებული 2017-2021 წლების სტრატეგიის…

სასახლის მოსწავლეები ავსტრიის საზაფხულო აკადემიაში

8-20 ივლისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის” მოსწავლეები „პიონერფილმის” ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის  ხელმძღვანელობით საზაფხულო აკადემიაში  “KIDS MEDIA HOUSE»  მონაწილეობდნენ,  რომელიც  ცნობილი  ავსტრიული   ორგანიზაციის “ENERGY FOR LIFE”  პროექტია. საზაფხულო აკადემიაში  ტარდება მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიებები, გადაღებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. საერთაშორისო  საზაფხულო   აკადემია  ფონდის  “ENERGY FOR LIFE”   სოციალური  პროგრამის „ღია მსოფლიოს”  ფარგლებში   ფუნქციონირებს  2009 წლიდან,  მისი მიზანია ევროპის…

პროექტი “სიმღერით გეტყვი, თბილისო”

3 ივლისს, მოსწავლე-ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მუსიკალური პროექტის “სიმღერით გეტყვი,  თბილისოს” კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის შემოქმედებით ჯგუფს,  დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზანია, ქართული სასიმღერო მუსიკის პოპულარიზაცია, მისი საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და გაგრძელება, ახალი რეპერტუარის შექმნა ახალგაზრდებისთვის, თბილისის პოპულარიზაცია, აქტუალური სოციალური თემების წამოწევა, როგორიცაა ქალაქის განვითარება,…

სასახლე პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ შეუერთდა

29 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტს „თბილისის ცის ქვეშ”, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე შეუერთდა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია  დაესწრნენ. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. კონცერტზე სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები შესრულდა. ამასთან ერთად, სასახლის ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს სიმღერები ახალი მუსიკალური პროექტიდან „სიმღერით გეტყვი…

გეოგრაფიული ვიქტორინა – 2018

24 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკებიან დარბაზში ჩატარდა   გეოგრაფიული ვიქტორინა – კონკურსი  ეროვნული სასახლის და ალ.ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით;  ტურში მონაწილეობდა   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის,  თბილისის  საჯარო და კერძო სკოლების 10 გუნდი.     მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნო  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების პედაგოგმა  ლეილა მებაღიშვილმა.   გეოვიქტორინის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მოსწავლეებს წარმატება უსურვეს  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა, გეოგრაფიული…

კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო

21 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა სასახლის 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო. ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და წარმატებული მომავალი უსურვა. კურსდამთვარებულებს მიესალმა, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სასახლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ. სასახლის აღზრდილებმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, სასახლის ხელმძღვანელობას აქ გატარებული წლებისთვის. ყველა მიმართულების…

მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიის კონცერტი

19 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში მუსიკალური მიმართულების  მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიის  კონცერტი გაიმართა. ნორჩმა შემსრულებლებმა  ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები შეასრულეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.  სასახლესთან არსებული სტუდია ცხრა თვის წინ შეიქმნა.

კლასიკური ვოკალის სტუდიის კონცერტი

16 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კლასიკური ვოკალის სტუდიის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. სტუდიის აღსაზრდელებმა, ქართველი, იტალიელი და ინგლისელი კომპოზიტორების რომანსები შეასრულეს. სასახლესთან არსებული სტუდია, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. სტუდიის ხელმძღვანელია ოპერის მომღერალი მარიამ ნაჭყებია, პიანისტი-კირა ლელაშვილი.