სასახლის დირექტორის ანგარიში და პროექტების პრეზენტაცია

8 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში სასახლის სამომავლო გეგმების, პროექტებისა და პროგრამების პრეზენტაცია გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ შეაჯამა 2017 წელი და ისაუბრა განხორციელებულ პროექტებზე, როგორიც არის განახლებული მართვის სისტემა, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტები, სასწავლო პროცესის თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად აღჭურვა, ხანძარსაწინააღმდეგო სისტემის მონტაჟი, სასახლის დოკუმენტური ფილმი, საიუბილეო ელექტრონული და ბეჭდური კატალოგი, არაფორმალური განათლების გზამკვლევის გამოცემა,…

შეხვედრა ტელეწამყვან დავით სოკოლოვთან

5 თებერვალს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილის” მოსწავლეებს სტუმრად ეწვია ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი. ცნობილ ტელეწამყვანს გაახსენეს ტელევიზიის დაარსების დღიდან მისი საქმიანობის ამსახველი კადრები, ფოტომასალა, საქართველოს რადიოს ოქროს  ჩანაწერი. მოწვეულმა სტუმრებმა და თანაკლასელებმა გაიხსენეს სკოლის პერიოდი. სტუმრებს  შორის იყო ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი. მან აღნიშნა, რომ დავით სოკოლოვი ათეული წლების განმავლობაში იყო  საუკეთესო…

ფინანსები და საბანკო საქმიანობა XIX საუკუნის საქართველოში

23 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის  თანამედროვე ტექნოლოგიების და ფინანსური განათლებისა  და ქართული ენისა და ლიტერატურის  მიმართულებების მოსწავლეების  მონაწილეობით გაიმართა  ერთობლივი ღონისძიება  „ფინანსები და საბანკო საქმიანობა  XIX საუკუნის   საქართველოში”. საუბარი ეხებოდა ნიკო ნიკოლაძის მრავალმხრივ მოღვაწეობას, ფინანსური საკითხების ასახვას ქართულ ლიტერატურაში, ლიტერატურული პერსონაჟების დახასიათებას ამ თვალსაზრისით, ფინანსური სფეროსა  და ჰუმანიტარული მიმართულების სხვა საერთო თემატიკას.

ვახტანგ ქარსელაძის 99 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი

21 იანვარს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლაში    გაიმართა ცნობილი მოჭადრაკის, პედაგოგის  ვახტანგ ქარსელაძის 99 წლისთავისადმი მიძღვნილი  „ვახტანგიანას” მთავარი ღონისძიება, ბლიც-ტურნირი მოწვეული საპატიო სტუმრების მონაწილეობით. პირველ დაფაზე პირველი სვლა, სიმბოლურად,  სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ გააკეთა. ტურნირში გაიმარჯვა ლიტერატურულ პრემია „საბას” ლაურეატმა,  პროზაიკოსმა ოთარ ჯირკვალიშვილმა. II ადგილზე გავიდა გიორგი ბაღათუროვის მოსწავლე საბა ლომსაძე, III ადგილი დაიკავა…

ეროვნული სასახლის მოსწავლეები თანატოლებს ეწვივნენ

17 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენლები, მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი და გარემოს” ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრების “ცისარტყელას”, „იმედის”, მიუსაფარ ბავშვთა ცენტრ „ ბეღურების”, ფონდ „ჩემი სახლის” ბენეფიციარებს ეწვივნენ, თანატოლებს შობა-ახალი წელი, დამდეგი ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, მოიწვიეს ეროვნულ სასახლეში. მასპინძელმა ბავშვებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს.

საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი

3-6 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი იმართება. ზეიმი  განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  ახალი საახალწლო სპექტაკლი, ჯამბაზების შოუ, თოვლის ბაბუა, პატარა სანტები, ზღაპრის ნაცნობი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები; გაიმართა სახალისო აქტივობები, თამაშები მოზარდებისთვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების  ანსამბლები,…

ეროვნული სასახლის მუზეუმის საზეიმო გახსნა

25 დეკემბერს ეროვნული სასახლის მუზეუმის საზეიმო გახსნის ცერემონიალი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის, თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, პრეზიდენტის ადმინისტრაციის,სარეზერვო ფონდის, საქართველოს ეროვნული მუზეუმის, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის, სხვადასხვა სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები, სასახლის აღზრდილი ხელოვნების, კულტურის სფეროს ცნობილი წარმომადგენლები. საზეიმო გახსნის ცერემონიალში მონაწილეობდნენ სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ ყაველაშვილი,განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა…

კლასიკური ვოკალის სტუდია მარიამ ნაჭყებიასთან ერთად

20 დეკემბერს, ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ცნობილი საოპერო მომღერლის მარიამ ნაჭყებიას სტუდიის „კლასიკური ვოკალის სტუდია მარიამ ნაჭყებიასთან ერთად” პრეზენტაცია. ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ ისაუბრა სასახლეში პირველი ვოკალური სტუდიის მნიშვნელობაზე, მომავალი თაობის სწორად აღზრდის აუცილებლობაზე მიმდინარე მოვლენების ფონზე, – “შესაძლოა, ამ სტუდიის ყველა მოსწავლე დიდი მომღერალი არ გამოვიდეს, მაგრამ ისინი კარგ მსმენელებად, კარგ ადამიანებად…

ქანდაკების წრის მოსწავლეების გამოფენა

18 დეკემბერს, ეროვნული სასახლის თეთრ დარბაზში გაიმართა სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების ქანდაკების წრის მოსწავლეების გამოფენა, მიძღვნილი მოქანდაკე ზაქრო კრაწაშვილის ხსოვნისადმი, გამოფენაზე წარმოდგენილი იყო თემატურად მრავალფეროვანი ნამუშევრები.

მოსწავლეთა 72–ე სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!

ძვირფასო კოლეგებო, პედაგოგებო და მოსწავლეებო, სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, სასახლეების, ცენტრების, რესურსცენტრების მესვეურებო! მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს! გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და კვლავ გიწვევთ სათანამშრომლოდ. მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ეძღვნება დიდი ილია ჭავჭავაძის 180 -ე წლისთავს: „ილია – ჩვენი თანამედროვე”. გთხოვთ, გულისყურით მოეკიდოთ ამ თარიღს. ველით ნაშრომებს და თქვენთან შეხვედრას. კონფერენცია ჩატარდება…

ტრენინგი თემაზე „გუნდის ფორმირება“

12 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა კორპორატიული ტრენინგი თემაზე „გუნდის ფორმირება”. ტრენინგს უძღვებოდა – კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(CTC) ასოცირებული ტრენერ-კონსულტანტი ბუბა ცირეკიძე. მართვის თანამედროვე სისტემებზე ეტაპობრივად გადასვლასთან დაკავშირებით ღონისძიების მიზანია სასახლეში ერთიანი და მოქნილი მართვის სისტემის დანერგვა. ტრენინგს ეროვნული სასახლის კოლექტივის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის…

„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში“

10 დეკემბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა შეხვედრა პოეტ, ფოლკლორისტ ეთერ თათარაიძესთან, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა ვაჟა-ფშაველას ცხოვრებასა და შემოქმედებაზე, მის ოჯახზე, ქალიშვილის, გულქან რაზიკაშვილის ნაამბობზე “მამამა ღმერთს ჩამაჰყარა სახელი”, წაიკითხა ლექსები.