ეროვნული სასახლე – 79

2 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დაბადების დღეა! გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს, განსაკუთრებით კი ჩვენს კოლეგებს – ადამიანებს, რომლებიც თავდაუზოგავი შრომით ქმნიან სასახლის ისტორიას, ასევე განსაკუთრებულად ვულოცავთ აღსაზრდელებს, რომლებიც სასახლეს საკუთარ მომავალს ანდობენ და ცხოვრების უმნიშვნელოვანეს ნაბიჯებს ჩვენთან ერთად დგამენ. ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, წლევანდელ იუბილეს სასახლე სადღესასწაულო ღონისძიებების და სტუმრების გარეშე უჩვეულო მდგომარეობაში ხვდება. თუმცა…

ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის განცხადება

მოსწავლეებისა და მშობლების საყურადღებოდ! გაცნობებთ, რომ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, საქართველოს მასშტაბით საგანგებო მდგომარეობის არსებობის გათვალისწინებით, საგანგებო მდგომარეობის ვადით შეჩერებულია სასწავლო პროცესი; სწავლების სპეციფიკიდან გამომდიონარე, გარკვეული საწრეო სწავლებები შესაძლებელია ჩატარდეს დისტანციურად, ონლაინ რეჟიმში. აღნიშნულთან დაკავშირებით, გთხოვთ, დეტალური ინფორმაციისათვის მიმართოთ უშუალოდ პედაგოგებს. საქართველოს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეკომენდაციის შესაბამისად, ეროვნულ სასახლეში სისტემატიურად ტარდება სადეზინფექციო სამუშაოები.

ეროვნული სასახლის ადმინისტრაციის განცხადება

გაცნობებთ, რომ საქართველოს მთელ ტერიტორიაზე საგანგებო მდგომარეობის გამოცხადებასთან დაკავშირებით, 74-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის ეტაპები და ვადები დაზუსტდება სასწავლო პროცესის აღდგენის შემდეგ. შესაბამისად, გახანგრძლივდება ნაშრომების მიღების ვადაც. კონფერენციაში მონაწილეობის მიღების მსურველებს, საშუალება გეძლევათ, შეუფერხებლად გამოგზავნოთ ნაშრომთა აბსტრაქტები დებულებაში მითითებულ ელექტრონულ მისამართზე. გისურვებთ ჯანმრთელობას!

მთარგმნელთა საქალაქო კონკურსი

23 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების მიმართულებამ მთარგმნელთა 53-ე საქალაქო კონკურის ჩატარდა. კონკურსი, რომელშიც თბილისის საჯარო და კერძო სკოლების VIII – XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ, ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და ესპანურ ენებში გაიმართა. ტრადიციულმა ღონისძიებამ დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში 200-ამდე ნორჩი მთარგმნელი მონაწილეობდა. წარმატებული მონაწილეები ეროვნული სასახლის სიგელებით დაჯილდოვდნენ. კონკურსის მიზანია მოსწავლე ახალგაზრდობას გაუძლიეროს…

გიორგი (გოგი) თოდაძე – 75

21 თებერვალს, რეჟისორ გიორგი (გოგი) თოდაძეს 75 წელი შეუსრულდებოდა, საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწისადმი მიძღვნილი საღამო გაიმართა. მოწვეულ სტუმრებს შორის იყვნენ: გოგი თოდაძის მეგობრები, კოლეგები ასევე მის მიერ დაარსებული სკოლა-სტუდია ,, ბერიკების” აღზრდილები. ქეთევან კიკნაძემ, ლიკა ქობულაძემ, ნინო კასრაძემ, ნიკა წულუკიძემ, ავთანდილ ვარსიმაშვილმა, ია სუხიტაშვილმა და გიორგი ბახუტაშვილმა ისაუბრეს…

ეროვნულ სასახლეში ლიტერატურის მოყვარულთათვის ,,კლიმის კლუბი’’ დაარსდა

9 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში, ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის ,,კლიმის კლუბი” დაარსდა. პრეზენტაციას ესწრებოდ,ა ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე: ,,ეროვნული სასახლის კარი ღიაა ლიტერატურით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის, რადგან გვჯერა, რომ თითოეულ თქვენგანს შეუძლია თანატოლებზე დადებითი გავლენის მოხდენა და მათი ლიტერატურით დაინტერესება. კლუბის შექმნის ერთ-ერთი მთავრი იდეა სწორედ ამ პროცესის ხელშეწყობაა.”  ახლად დაარსებული კლუბის წევრებს, პროექტის ხელმძღვანელმა კლუბის…