ეროვნული სასახლე გელით 4 სექტემბრიდან

მშობელთა და მოსწავლეთა  საყურადღებოდ! ძვირფასო მშობლებო და მოსწავლეებო, მოსწავლეთა რეგისტრაცია  2017/2018   სასწავლო წლისათვის დაიწყება 2017  წლის 4  სექტემბრიდან;  რეგისტრაცია იწარმოებს  ეროვნული სასახლის რეგისტრაციის განყოფილებაში,  ყოველდღე,  ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 11 სთ-დან 17 სთ-მდე. სწავლა დაიწყება 2 ოქტომბრიდან. მოდი  სასახლეში, აირჩიე  სასურველი წრე შენი ინტერესისა და მოთხოვნის  გათვალისწინებით. შენი წარმატებული მომავალი იწყება აქ!

ეროვნული სასახლის იუბილე იმედზე ეკა ხოფერიას თოქ შოუში

ეროვნული სასახლის საიბულეო ღონისძიებებს ეკა ხოფერიამ თავისი სატელევიზიო თოქ შოუს მთელი გამოშვება მიუძღვნა. გადაღებებში ჩართული იყო მთელი სასახლე და მოწვეული სტუმრები.

სტუდია „პიონერფილმის” და მედიასტუდია „დროს” მოსწავლეები ავსტრიაში

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმისა” და მედიასტუდია „დროს” მოსწავლეები „პიონერფილმის” ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის  ხელმძღვანელობით   საზაფხულო აკადემია „KIDS MEDIA HOUSE ”  -ში მონაწილეობენ,  რომელიც  ავსტრიული  ორგანიზაციის “ENERGY FOR LIFE”  პროექტია. ტალანტების კონკურსში სასახლის მოსწავლეებმა საზაფხულო აკადემიის  მთავარი ჯილდო – ოქროს ვარსკვლავი მოიპოვეს. საზაფხულო აკადემიაში  ტარდება სხვადასხვა ღონისძიებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან,  მსახიობებთან, ჟურნალისტებთან,  სასახლის  მოსწავლეებმა აქტიური მონაწილეობა…

„მზიურის“ კლიპის გადაღება

20 ივნისს ეროვნული სასახლის ისტორიულ ბაღში განახლებული  ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის” კლიპის გადაღება მიმდინარეობდა. სასახლის  პარტნიორი და მხარდამჭერი,  ტელეკომპანია „იმედი”,  ამჯერად  პროექტის „იმედის მუსიკალური კოლექციის” (რეჟისორი კახაბერ ცისკარიძე)  ფარგლებში „მზიურის” განახლების პროექტით დაინტერესდა.

სასახლის „ამერიკული კუთხის“ საზაფხულო სკოლა

11 -14 ივლისს  ეროვნული სასახლის „ამერიკულ კუთხეში”  ფუნქციონირებდა  საზაფხულო სკოლა სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სასახლის მოსწავლეები, ეთნიკური უმცირესობების წარმოამადგენლები, იმართებოდა სხვადასხვა აქტივობები, პრეზენტაციები,  ტრეინინგები, როლური თამაშები,  მოსწავლეებმა ისწავლეს რეზიუმეს წერა. ამერიკელი  სპიკერი  ლინკოლნ ლუტე მონაწილეებს  ესაუბრა ეთნიკურ უმცირესობებსა და მათ როლზე ქართულ და ამერიკულ საზოგადოებებში. ლექციის ბოლოს სპიკერმა  მოზარდების  შეკითხვებს უპასუხა და თვითონაც…

განახლებული „მზიურის“ გალა – კონცერტი

9-10 ივლისს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის განახლებულ თეატრალურ დარბაზში განახლებული ვოკალურ -ინსტრუმენტული ანსამბლ „მზიურის” გალა – კონცერტი გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ ანსამბლის ახლანდელი, მერვე თაობის წარმომადგენლები, სხვადასხვა თაობის ცნობილი „მზიურელები”- მაია ჯაბუა, თამრიკო ჭოხონელიძე, ნატო მეტონიძე, ნუცა ბუზალაძე, ქეთინო ჯავახიშვილი, ქეთინო რაზმაძე, ლიკა სიჭინავა, გიორგი სიხარულიძე, საღამოს წამყვანი – ლია ხორბალაძე. „მზიურელები” მაყურებლის წინაშე განახლებული…

„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონია

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთელთა გუნდი „კარდინალი” საქართველოს ჩემპიონატის  „ბ” ლიგის ჩემპიონი გახდა 16-წლამდელთა შორის.  ჩემპიონატში 27 გუნდი მონაწილეობდა საქართველოს მასშტაბით.  წლის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს ბაჩი ალიბეგაშვილი, მას კალათბურთის ფედერაციის თასი გადაეცა.

სასახლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო

25 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა სასახლის 2016-2017 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო. ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ, მადლობა გადაუხადა იმისთვის, რომ ერქვათ სასახლელები, წარმატებული და ბედნიერი, მრავალი პოზიტივით აღსავსე ცხოვრების გზა უსურვა. სასახლის აღსაზრდელებს სიგელები გადასცა, წარმატებული მომავალი უსურვა სასახლის სტუდია „პიონერფილმის” ხელმძღვანელმა გრიგოლ ჩიგოგიძემ. კურსდამთავრებულებმა სასახლეში…

რეზო ჭანიშვილის საიუბილეო ღონისძიება

16 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი ქორეოგრაფის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ იუბილარს მიულოცა და გადასცა ქ. თბილისის მერიის საპატიო სიგელი და ეროვნული სასახლის მადლობის სიგელი მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებაში, ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. საღამოს ესწრებოდნენ და  რეზო ჭანიშვილს  იუბილე…

EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის ტრენინგი ეროვნულ სასახლეში

ეროვნულ სასახლეში EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის, პროექტის მენეჯერის  ჟანეტა სტატევსკას  ტრენინგი მიმდინარეობს  ევროკავშირისა და ევროკომისიისგან თანხების მოძიების შესაძლებლობებსა და პროცედურებთან დაკავშირებით. სემინარის თემაა  ევროპული ფონდები, დაფინანსება და ფონდების მოძიება; ცნობილი ევროპული ფონდები და ორგანიზაციები, როგორც პოტენციური დონორები; ევროპული ფონდების  პრიორიტეტები და მიმართულებები;  პარტნიორების მოძიების გზები, თანამედროვე პროექტის, საგრანტო განაცხადის  ძირითადი ასპექტები; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  უპირატესობები და …

„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა” 16-წლამდელთა ბ-ლიგაში  საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა „ორბი1″- თან, ანგარიშით 68:63. გუნდი ახლა უკვე ნახევარფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას. გუნდის პრეზიდენტია  თიკა რუხაძე, მწვრთნელი –  ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი –  ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი  – ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი – ლელა გაბოძე.