რეზო ჭანიშვილის საიუბილეო ღონისძიება

16 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი ქორეოგრაფის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ იუბილარს მიულოცა და გადასცა ქ. თბილისის მერიის საპატიო სიგელი და ეროვნული სასახლის მადლობის სიგელი მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებაში, ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის. საღამოს ესწრებოდნენ და  რეზო ჭანიშვილს  იუბილე…

EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის ტრენინგი ეროვნულ სასახლეში

ეროვნულ სასახლეში EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის, პროექტის მენეჯერის  ჟანეტა სტატევსკას  ტრენინგი მიმდინარეობს  ევროკავშირისა და ევროკომისიისგან თანხების მოძიების შესაძლებლობებსა და პროცედურებთან დაკავშირებით. სემინარის თემაა  ევროპული ფონდები, დაფინანსება და ფონდების მოძიება; ცნობილი ევროპული ფონდები და ორგანიზაციები, როგორც პოტენციური დონორები; ევროპული ფონდების  პრიორიტეტები და მიმართულებები;  პარტნიორების მოძიების გზები, თანამედროვე პროექტის, საგრანტო განაცხადის  ძირითადი ასპექტები; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  უპირატესობები და …

„კარდინალი“ საქართველოს ჩემპიონატში წარმატებით ასპარეზობს

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის კალათბურთის გუნდმა ,,კარდინალმა” 16-წლამდელთა ბ-ლიგაში  საქართველოს კალათბურთის ჩემპიონატის მეოთხედფინალში წარმატებით იასპარეზა „ორბი1″- თან, ანგარიშით 68:63. გუნდი ახლა უკვე ნახევარფინალში გააგრძელებს საპრიზო ადგილისთვის ბრძოლას. გუნდის პრეზიდენტია  თიკა რუხაძე, მწვრთნელი –  ნოდარ ბერიაშვილი, გუნდის მენეჯერი –  ბადრი ბერიაშვილი, ასისტენტი  – ომარ ლებანიძე, გუნდის ექიმი – ლელა გაბოძე.