კალმოსანთა  შეკრების მონაწილეების საყურადღებოდ!

შემოქმედ მოსწავლეთა შეკრება „კალმოსანი“ 11 მაისს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება საქართველოს შემოქმედ მოსწავლეთა შეკრება „კალმოსანი“. მონაწილეთა რეგისტრაცია – 08:35 – 09:35 სთ, 43-ე ოთახი, ეროვნული სასახლე. 2019 წლის 11 მაისს შემოქმედ მოსწავლეთა შეკრებაზე გამოსაძახებელ ავტორთა სია

73 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!

  11 მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 73 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტური გაიმართება. რეგისტრაცია: 08.35 – 09.35 საათი 2019 წლის 11 მაისს მოსწავლეთა 73-ე სასწავლო-შემოქმედებით კონფერენციაზე გამოძახებულ მოსწავლეთა სია

თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძება და ვარსკვლავის გახსნა

24 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თეატრისადმი მიძღვნილი საზეიმო ღონისძიება და ვარსკვლავის გახსნა გაიმართა. თეატრალური მიმართულება უკვე 78 წელია არსებობს, სასახლის თეატრმა არაერთი წარმატებული ხელოვანი, მსახიობი და რეჟისორი აღზარდა. საზეიმო ღონისძიების ფარგლებში გაიმართა თეატრის დიდი ისტორიისა და მრავალწლიანი საქმიანობისადმი მიძღვნილი ფილმის ,,ეროვნული სასახლის თეატრი -78″ ჩვენება და ალბომის პრეზენტაცია. ქ. თბილისის კულტურის, განათლების, სპორტისა…

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი

21 აპრილს, 19 საათზე, თბილისის მერიის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ,,თეატრალურ დარბაზში” თბილისის ახალგაზრდული ორკესტრის საპრეზენტაციო კონცერტი გაიმართა. კონცერტზე შესრულდა ბეთჰოვენის, მოცარტის, შუბერტის მუსიკალური ნაწარმოებები. ორკესტრის სამხატვრო ხელმძღვანელი და მთავარი დირიჟორია მირიან ხუხუნაიშვილი,  სოლისტი- სანდრო ნებიერიძე. თბილისის ახალგაზრდული სიმფონიური ორკესტრი შეიქმნა მუნიციპალური დაფინანსებით, ორკესტრი 15-დან – 28 წლამდე ახალგაზრდებს აერთიანებს. საპრეზენტაციო კონცერტს…

„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში”

19 აპრილს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში გაიმართა ეროვნული სასახლის წარმატებული აღზრდილის, კომპოზიტორის, სასახლის მუსიკალური მიმართულების ხელმძღვანელის, კახა ცაბაძის ლექცია – საუბარი „საქართველოს სახალხო არტისტის – გოგი ცაბაძის ცხოვრება და შემოქმედება“. კომპოზიტორმა ისაუბრა გოგი ცაბაძის ბიოგრაფიის მნიშვნელოვან საინტერესო ეპიზოდებზე, მრავალმხრივ მოღვაწეობაზე, ქართული მუსიკალური ხელოვნების განვითარებაში შეტანილ დიდ წვლილზე, განსაკუთრებულ…

საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“

11 -15  აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში  მეორე საერთაშორისო ახალგაზრდული კინოფესტივალი „თაობა“ გაიმართა. საერთაშორისო კინოფესტივალის პროგრამა, გარდა კინოჩვენებებისა, ითვალისწინებს დისკუსიებს, ცნობილ რეჟისორებსა და მსახიობებთან შეხვედრებს, ლექციებს, სემინარებს და სხვა ღონისძიებებს. ფესტივალში მონაწილეობდნენ  13-22 წლის ახალგაზრდები 6 ქვეყნიდან – მაკედონია, იტალია, სომხეთი, აზერბაიჯანი, თურქეთი, საქართველო, ასევე ირანის წარმომადგენლები. კინოფესტივალი “თაობა” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის და კულტურისა და განათლების…

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული

8-14 აპრილს,  მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში, ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული  გაიმართა. კვირეულის  ფარგლებში ჩატარდა სხვადასხვა ღონისძიება – მცირე სამეცნიერო კონფერენცია „ფსიქოტიპები გიორგი ლეონიძის „ნატვრის ხეში“, შემეცნებითი საათი  „ფენომენი რეალურად და მხატვრულ ლიტერატურაში“, სახელმწიფო ენის დეპარტამენტის თავმჯდომარე გიორგი ალიბეგაშვილმა ჩაატარა ლექცია-საუბარი,   სასახლის მოსწავლეები იყვნენ პოეტ-აკადემიკოს მუხრან მაჭავარიანის საიუბილეო საღამოზე საქართველოს მეცნიერებათა ეროვნულ აკადემიაში. 14 აპრილს…

„დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქართული მოდელი”

12 აპრილს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლეში,   პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში,  გაიმართა   თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ბიბლიოთეკის საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის შემსწავლელი ცენტრის ხელმძღვანელის, ისტორიკოსი  ირაკლი ირემაძის  ლექცია-საუბარი  «დემოკრატიული სახელმწიფოს მშენებლობის ქართული მოდელი”.   მოწვეულმა სტუმარმა ისაუბრა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების ისტორიაზე, იმ ისტორიულ წანამძღვრებზე, რომელიც  დამოუკიდებლობის გამოცხადებას უსწრებდა წინ, იმდროინდელ რთულ პოლიტიკურ ვითარებაზე, ასევე,  ეროვნული…

პროფესიული განათლების გამოფენა

8 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ,,სარკეებიან დარბაზში” გაიმართა პროფესიული განათლების გამოფენა – „გაიცანი პროფესია“. პროფესიული განათლების მიზნებსა და გამოწვევებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე ისაუბრეს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა ნინო ჩიქოვანმა, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა, გიორგი ქობულიამ, საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსმა ირინე წეროძემ, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის…

საბავშვო წიგნის საერთაშორისო კვირეული

4 აპრილს, საბავშვო წიგნის საერთაშორისო კვირეულის ფარგლებში, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სამკითხველო დარბაზს თბილისის 50-ე საჯარო სკოლის მე- 4 კლასის მოსწავლეები ეწვივნენ. წიგნიერების პროექტის ფარგლებში, მწერალი, ბიბლიოთეკის წიგნის მოყვარულთა კლუბის პედაგოგი ლელა ცუცქირიძე მოზარდებს ესაუბრა ფრანგი მწერლის ანტუან დე სენტ-ეგზიუპერის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე. საუბრის თემამ მოსწავლეების დიდი ინტერესი გამოიწვია, რაც მათ მიერ დასმულ შეკითხვებზეც…

სასახლემ ფესტივალს “იმერეთის ხმა” უმასპინძლა

31 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულმა სასახლემ, ქართული სიმღერის ფესტივალს “იმერეთის ხმა” უმასპინძლა. ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში, ფესტივალის სხვადასხვა წელს გამარჯვებული მონაწილეებისა და სასახლის მუსიკალურ-ქორეოგრაფიული ანსამბლების მონაწილეობით ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. ღონისძიებაზე, ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართა, მან იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან ჩამოსულ ახალგაზრდა მომღერლებს და სასახლის აღსაზრდელებს წარმატება უსურვა და იმედი გამოთქვა, რომ კულტურული…

„გლობალური ფულის კვირეული“ სასახლეში

25-26 მარტს, „გლობალური ფულის კვირეულის“ ფარგლებში, ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა როლანდ სპანდერაშვილმა ჩაატარა ინტერაქტიული ლექცია ეროვნული ბანკისა და ქართული ფულის ისტორიის შესახებ. „აფლატუნის საერთაშორისო დღესთან“ დაკავშირებით სასახლის მათემატიკის და თანამედროვე ტექნოლოგიების მიმართულების მოსწავლეებმა ფინანსური განათლების შესახებ ცნობიერების ამაღლების მიზნით ითამაშეს სამაგიდო თამაშები.