ლექცია-საუბარი ,,წარმატების ფსიქოლოგია”

22  მარტს, პროექტის „საუბრები სასახლის სამკითხველოში“ ფარგლებში, გაიმართა შეხვედრა ფსიქოლოგიის მეცნიერებათა დოქტორთან, პროფესორ თეა გოგოტიშვილთან. ფსიქოლოგი აუდიტორიას ესაუბრა წარმატების ფსიქოლოგიაზე, მის  მნიშვნელობაზე, წარმატების მიღწევის გზებზე, სირთულეებზე, რომელიც ადამიანს ამ მიზნისკენ მიმავალ გზაზე ხვდება; მოსწავლეებს მისცა პრაქტიკული რჩევები.    

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

19 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და საზოგადოებრივი კოლეჯ „სპექტრს“ შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და საზოგადოებრივი კოლეჯი „სპექტრის“ დირექტორმა როინ  ტაკიძემ. მემორანდუმის მიზანია ეროვნულ სასახლესა და კოლეჯს შორის პარტნიორული თანამშრომლობის ჩამოყალიბება. აქტიური ურთიერთთანამშრომლობა დაეხმარება სასახლის სასკოლო ასაკის მოსწავლეებს ჩამოუყალიბდეთ სწორი პროფესიული ორიენტაცია​ პროფესიულ-საგანმანათლებლო სივრცეში მიმდინარე პროცესებზე. მემორანდუმი…

პარლამენტარიზმის 100 წლის იუბილე

12 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ისტორიულ დარბაზში, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის დამფუძნებელი კრების პირველი სხდომის 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიება გაიმართა. საზეიმო ღონისძიება გაიხსნა 12:10 წუთზე, იმ დროს, როცა 100 წლის წინ დამფუძნებელი კრების პირველი სხდომა გაიმართა. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ ისაუბრა დამფუძნებელი კრების ისტორიულ მნიშვნელობაზე: ,,დამფუძნებელმა კრებამ საფუძველი ჩაუყარა ქართულ პარლამენტარიზმს, მან სიმბოლურად განასახიერა…

ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო “გაზაფხული შემოსულა…”

7 მარტს მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის   ინტერკლუბში გაიმართა ქალთა დღესასწაულებისადმი მიძღვნილი ლიტერატურულ-მუსიკალური საღამო “გაზაფხული შემოსულა…” – შეხვედრა  ცნობილ  მეცნიერ, კომპოზიტორ, მხატვარ, პოეტ, მსახიობ და მომღერალ ქალბატონებთან. შეხვედრაში მონაწილეობდნენ  კომპოზიტორები  რუსუდან   სებისკვერაძე, მარიკა კვალიაშვილი, გეოგრაფიის მეცნიერებათა  დოქტორი ლია შალვაშვილი, პოეტი,  ფოლკლორისტი, ჰუმანიტარულ  მეცნიერებათა დოქტორი  ეთერ თათარაიძე, მხატვარი ნინო ჭანკვეტაძე.  ქართული ენის, ლიტერატურისა და ფოლკლორის მიმართულების…

„ლიტერატურა, ადამიანი და თავისუფლება”

1 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში  გაიმართა შეხვედრა  მწერალთან,  საქართველოს  პარლამენტის  ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალურ   დირექტორ  გიორგი კეკელიძესთან.   ლექცია  „ლიტერატურა, ადამიანი და თავისუფლება“  ეხებოდა  მხატვრული ლიტერატურის არსსა და მნიშვნელობას, ლიტერატურული  პერსონაჟების გამოცდილებას, მის ზემოქმედებას მკითხველზე;  მხატვრული  ნაწარმოებებიდან  კონკრეტული მაგალითების  განხილვით ყურადღება გამახვილდა იმაზე,  თუ სად იმარჯვებს და სად მარცხდება ადამიანი, სად…

ლექცია – საუბარი ჟურნალისტიკის საფუძვლებზე

24 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლიტერატურული ჟურნალისტიკის კლუბის აღსაზრდელების მონაწილეობით ჩატარდა ლექცია – საუბარი  მედია ეთიკაზე, თვითრეგულირებასა და ჟურნალისტიკის შემოქმედებითი მოღვაწეობის საფუძვლებზე. ლექციის მიზანია მოზარდებს გაუღრმავოს ცოდნა და გაუადვილოს გადაწყვეტილების მიღება კარიერის დაგეგმვის დროს. ჟურნალისტმა,  ეროვნული სასახლის აღზრდილმა  თამარ რუხაძემ საუბრის დასასრულს მოსწავლეების  კითხვებს  უპასუხა.  

მთარგმნელთა საქალაქო კონკურსი

24 თებერვალს, მოსწავლე – ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უცხო ენების მიმართულებამ  მთარგმნელთა 52-ე საქალაქო კონკურსი ჩაატარა. კონკურსი, რომელშიც   თბილისის საჯარო და კერძო სკოლების VIII – XII კლასის მოსწავლეები მონაწილეობდნენ,   ინგლისურ, ფრანგულ, გერმანულ, რუსულ და  ესპანურ ენებში გაიმართა. ტრადიციულმა  ღონისძიებამ  დიდი ინტერესი გამოიწვია, მასში 196  ნორჩი მთარგმნელი მონაწილეობდა.  წარმატებული მონაწილეები  ეროვნული სასახლის სიგელებით დაჯილდოვდებიან. სასახლის უცხო ენების…

„საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში”

22 თებერვალს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში” ფარგლებში საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის გენერალური დირექტორის მოადგილე მირიან ხოსიტაშვილმა ჩაატარა ლექცია ,,1918-21 წლების მოვლენები საქართველოში”; ისაუბრა 1918-1921 წლების საქართველოს პირველი რესპუბლიკის ისტორიის მნიშვნელოვან მოვლენებზე, დამოუკიდებლობის გამოცხადების პერიპეტიებზე, საშინაო და საგარეო ფაქტორებზე, დამფუძნებელი კრების საქმიანობაზე, საქართველოს იმდროინდელი კოალიციური მთავრობის წევრებზე, ცნობილ პოლიტიკურ მოღვაწეებზე. ხაზგასმით აღნიშნა ეროვნული სასახლის როლი…

მედიაწიგნიერების ტრენინგი

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის  ეროვნული სასახლის „ამერიკულ კუთხეში“  პროექტ “მედია ლაბ” – ის შეხვედრა შედგა. ტრენერ მარიამ ჭანიშვილთან ერთად პროექტის მონაწილეებმა ისაუბრეს მედიაწიგნიერების რაობაზე და სხვადასხვა ჭრილში განიხილეს მასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი საკითხები.

ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი”

18 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ახალი აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო სივრცე ,,არდაგი” გაიხსნა. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნო “არდაგი”  სასახლის ბაზაზე დაარსდა;  აღსაზრდელებს საშუალება ექნებათ თავი გამოცადონ ხელოვნების სხვადასხვა მიმართულებებში; შეისწავლონ კლასიკური, ციფრული და კონცეფტუალური ხელოვნება. აკადემიური და ექსპერიმენტული ხელოვნების სახელოსნოში თითოეული მიმართულების არჩევის შემთხვევაში   მოსწავლეები  თანაბრად დაეუფლებიან საგნის თეორიული და პრაქტიკული მხარეებს.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

15 თებერვალს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესა და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. მემორანდუმს ხელი მოაწერეს  ეროვნული სასახლის დირექტორმა, თიკა რუხაძემ და მართვისა და კომუნიკაციის საერთაშორისო სასწავლო უნივერსიტეტის რექტორმა, ნათია გოცაძემ. მემორანდუმის მიზანია მოსწავლე-ახალგაზრდებში მედია წიგნიერების დონის გაზრდა, უმაღლესი და პროფესიული განათლების განვითარებისა და მაღალკვალიფიციური სპეციალისტების ჩამოყალიბების უზრუნველყოფა, ასევე საერთაშორისო სტანდარტებსა და თანამედროვე…

ტიგრან პეტროსიანის მემორიალი

  8 – 15 თებერვალს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  გაიმართა  ტიგრან პეტროსიანის მემორიალი – საჭადრაკო ტურნირი 10-12 წლის გოგონათა და ვაჟთა შორის. ტურნირის გამარჯვებულები სასახლის საჭადრაკო სკოლის, თბილისის ჭადრაკის ფედერაციის წარმომადგენლებმა დააჯილდოვეს. საჭადრაკო სკოლის პედაგოგმა დავით გურგენიძემ ტურნირის მნიშვნელობაზე, ტიგრან პეტროსიანის მოღვაწეობასა და სპორტულ მიღწევებზე ისაუბრა. ტურნირში მონაწილეობდნენ ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლის მოსწავლეები, საქართველოს სხვადასხვა რეგიონის…