სასახლე ვილნიუსში გამართულ EAICY-ის გენერალური ასამბლეის მუშაობაში მონაწილეობს

1-2 ოქტომბერს, ვილნიუსში EAICY-ის, ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციისა და ლიტვის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშომლობით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „როგორ აღვზარდოთ მომავლის ლიდერები დღეს -ემოციური ინტელექტი – ხელოვნური ინტელექტი“ . კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროქტების და პროგრამების განყოფილების მენეჯერი ლევან დვალი, როგორც ეროვნული სასახლის, EAICY -ის პრეზიდიუმის…

კონკურსის შედეგი

ა(ა)იპ „მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის“ მედიასკოლის ხელმძღვანელის (ხელშეკრულებით დასაქმებული პირის) პოზიციაზე გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებულად გამოვლინდა პროექტის ავტორი – ნინო შუბლაძე. ეროვნული სასახლის ადმინისტრაცია 27. 09. 2018.

განახლებული ასტრონომიის კლასის გახსნა

25 სექტემბერს, ეროვნულ სასახლეში განახლებული ასტრონომიის კლასი გაიხსნა. საქველმოქმედო ფონდი „ევროარტის” ინიციატივით და ქ.თბილისის მერიის მხარდაჭერით მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პლანეტარიუმს საზეიმოდ გადაეცემა ტელესკოპის სრული კომპლექტი. განახლებულ ასტრონომიის კლასში და სასახლის პლანეტარიუმში მოზარდებს ჩაუტარდებათ შემეცნებითი ლექცია-საუბრები. ასტრონომიისა და პლანეტარიუმის საგანმანათლებლო კურსი დაინტერესებულ მოზარდებს ასტრონომიის, ფიზიკის, გეოგრაფიისა და ბუნების სასწავლო პროგრამებით გათვალისწინებული საკითხების უკეთ ათვისებაში დაეხმარება. პროექტის…

„აფლატუნის” ტრენერთა ტრენინგი და მრგვალი მაგიდა

17-20 სექტემბერს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა საერთაშორისო პროგრამა „აფლატუნის” სოციალური და ფინანსური განათლების ტრენინგი და მრგვალი მაგიდა თემაზე: „ბავშვთა ფინანსური და სოციალური განათლების პერსპექტივა საქართველოში“. ამ მასშტაბური ღონისძიების ორგანიზატორები არიან საერთაშორისო ორგანიზაცია Aflatoun International და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. ახალგაზრდობის ფინანსური და სოციალური განათლების მნიშვნელობასა და აქტუალურ საკითხებზე, გამოწვევებზე ისაუბრეს „აფლატუნის“ ევროპის და ცენტრალური აზიის პროგრამების…

სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით დირექტორი თანამშრომლებს შეხვდა

3 სექტემბერს 2018-2019 სასწავლო წლის დაწყებასთან დაკავშირებით, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორი თიკა რუხაძე თანამშრომლებს შეხვდა. შეხვედრაზე საუბარი შეეხო სასწავლო წლის მნიშვნელოვან სიახლეებსა და ყველა მიმართულებით მიმდინარე განახლების პროცესს, დაგეგმილ ცვლილებებს, მასშტაბურ პროექტებსა და ფესტივალებს.

სასახლის მოსწავლეები ავსტრიის საზაფხულო აკადემიაში

8-20 ივლისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილმის” მოსწავლეები „პიონერფილმის” ხელმძღვანელის, გრიგოლ ჩიგოგიძის  ხელმძღვანელობით საზაფხულო აკადემიაში  “KIDS MEDIA HOUSE»  მონაწილეობდნენ,  რომელიც  ცნობილი  ავსტრიული   ორგანიზაციის “ENERGY FOR LIFE”  პროექტია. საზაფხულო აკადემიაში  ტარდება მრავალფეროვანი კულტურულ-საგანმანათლებლო  ღონისძიებები, გადაღებები, შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან. საერთაშორისო  საზაფხულო   აკადემია  ფონდის  “ENERGY FOR LIFE”   სოციალური  პროგრამის „ღია მსოფლიოს”  ფარგლებში   ფუნქციონირებს  2009 წლიდან,  მისი მიზანია ევროპის…

პროექტი “სიმღერით გეტყვი, თბილისო”

3 ივლისს, მოსწავლე-ახლგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში მუსიკალური პროექტის “სიმღერით გეტყვი,  თბილისოს” კონცერტი გაიმართა. ღონისძიების დასასრულს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა აღნიშნული პროექტის შემოქმედებით ჯგუფს,  დამსწრე საზოგადოებას პროექტის მიზანია, ქართული სასიმღერო მუსიკის პოპულარიზაცია, მისი საუკეთესო ტრადიციების შენარჩუნება და გაგრძელება, ახალი რეპერტუარის შექმნა ახალგაზრდებისთვის, თბილისის პოპულარიზაცია, აქტუალური სოციალური თემების წამოწევა, როგორიცაა ქალაქის განვითარება,…

სასახლე პროექტს „თბილისის ცის ქვეშ“ შეუერთდა

29 ივნისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტს „თბილისის ცის ქვეშ”, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე შეუერთდა. ღონისძიებას თბილისის მერი კახა კალაძე, მერის მოადგილე სოფიო ხუნწარია  დაესწრნენ. კახა კალაძის თქმით, პროექტის ფარგლებში მსგავსი ღონისძიებები მთელი ქალაქის მასშტაბით გაგრძელდება. კონცერტზე სხვადასხვა დროის ცნობილი ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები შესრულდა. ამასთან ერთად, სასახლის ახალგაზრდა შემსრულებლებმა წარმოადგინეს სიმღერები ახალი მუსიკალური პროექტიდან „სიმღერით გეტყვი…

გეოგრაფიული ვიქტორინა – 2018

24 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკებიან დარბაზში ჩატარდა   გეოგრაფიული ვიქტორინა – კონკურსი  ეროვნული სასახლის და ალ.ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით;  ტურში მონაწილეობდა   საქართველოს სხვადასხვა რეგიონის,  თბილისის  საჯარო და კერძო სკოლების 10 გუნდი.     მონაწილეებს კონკურსის პირობები გააცნო  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების პედაგოგმა  ლეილა მებაღიშვილმა.   გეოვიქტორინის მნიშვნელობაზე ისაუბრეს, მოსწავლეებს წარმატება უსურვეს  სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების ხელმძღვანელმა გიორგი მაჭარაშვილმა, გეოგრაფიული…

კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო

21 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა სასახლის 2017-2018 სასწავლო წლის კურსდამთავრებულთა გაცილების საზეიმო საღამო. ახალგაზრდებს ეს დღე მიულოცა ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და წარმატებული მომავალი უსურვა. კურსდამთვარებულებს მიესალმა, მომავალი თაობების აღზრდის საქმეში სასახლის განსაკუთრებულ როლზე ისაუბრა პრეზიდენტის მრჩეველმა ფიქრია ჩიხრაძემ. სასახლის აღზრდილებმა მადლობა გადაუხადა პედაგოგებს, სასახლის ხელმძღვანელობას აქ გატარებული წლებისთვის. ყველა მიმართულების…

მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიის კონცერტი

19 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ლექტორიუმში მუსიკალური მიმართულების  მაია ჯაბუას და ეკა კახიანის ვოკალური სტუდიის  კონცერტი გაიმართა. ნორჩმა შემსრულებლებმა  ქართული და უცხოური საესტრადო სიმღერები შეასრულეს და მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურეს.  სასახლესთან არსებული სტუდია ცხრა თვის წინ შეიქმნა.

კლასიკური ვოკალის სტუდიის კონცერტი

16 ივნისს  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში კლასიკური ვოკალის სტუდიის შემაჯამებელი კონცერტი გაიმართა. სტუდიის აღსაზრდელებმა, ქართველი, იტალიელი და ინგლისელი კომპოზიტორების რომანსები შეასრულეს. სასახლესთან არსებული სტუდია, 2018 წლის იანვარში შეიქმნა. სტუდიის ხელმძღვანელია ოპერის მომღერალი მარიამ ნაჭყებია, პიანისტი-კირა ლელაშვილი.