კლასიკური მუსიკის საღამო

8 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული  სასახლის მუსიკალური მიმართულების მევიოლინეთა   ანსამბლ „სი-მის”  პროექტის   „კლასიკური მუსიკა ყველასთვის”  ფარგლებში, სასახლის სარკეებიან დარბაზში გაიმართა ანსამბლ „სი- მის”,  მე-17 სამუსიკო სკოლის, სულხან ცინცაძის სახელობის მე-16 ხელოვნების სკოლის, ზ. ფალიაშვილის სახელობის ცენტრალური  სამუსიკო სკოლის  –  „ნიჭიერთა ათწლედის”, კონსერვატორიასთან არსებული სამუსიკო სემინარიის  მოსწავლეების  კონცერტი, რომელზეც შესრულდა ქართველი და უცხოელი კომპოზიტორების კლასიკური ნაწარმოებები. პროექტის…

მოსწავლეთა „გეოვიქტორინა-2018”

2018 წლის 24 ივნისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლისა და საქართველოს  ალექსანდრე ჯავახიშვილის სახელობის გეოგრაფიული საზოგადოების ორგანიზებით გაიმართება სკოლის მოსწავლეთა „გეოვიქტორინა-2018″, რომელიც ეძღვნება საქართველოს  დამოუკიდებლობის  100 წლის  იუბილეს.

ფილმის „თეთრი დარბაზი“ პრემიერა

4 ივნისს საქართველოს ეროვნული არქივის კინოდარბაზში მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის აუდიო-ვიზუალური მიმართულების ვარსკვლავოსანი სტუდია „პიონერფილმის” მიერ შექმნილი ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმის – „თეთრი დარბაზი” (1028 დღე) პრემიერა გაიმართა. ისტორიული მოვლენების ამსახველი ფილმი საქართველოს პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის 100 წლისთავს ეძღვნება. პრემიერის ჩვენებამდე ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ UNICA-ს – კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტის დეივ უეტერსონის მიერ გამოგზავნილი…

საჭადრაკო ზეიმი სასახლეში

31 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი საჭადრაკო ზეიმი გაიმართა, რომელსაც ესწრებოდნენ საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი გია გიორგაძე, განათლების და მეცნიერების მინისტრის მოადგილე ლია გიგაური, ქართული-ამერიკული უნივერსიტეტის პრეზიდენტი რ. მაიკლ ქაუგი (GAU). ღონისძიება ეროვნული ჭადრაკის დირექტორმა თიკა რუხაძემ გახსნა, ისაუბრა ჭადრაკის მნიშვნელობაზე მოზარდებისთვის, მადლობა გადაუხადა ღონისძიების მხარდამჭერებს, ასევე სტუმრებს…

დამოუკიდებლობის გამოცხადების 100 წლისთავი

24 მაისს გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის 100 წლისთავისადმი მიძღვნილი ღონისძიება – ლიტერატურულ-შემეცნებითი საათი ,,თქვენ საფლავებთან მოსვლა და მუხლის მოდრეკა მომინდა” მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების, ინტერკლუბისა და ლიტერატურული  ჟურნალისტიკის წრის მოსწავლეების მონაწილეებით, რომლებიც, პედაგოგებთან ერთად,  მთაწმინდის მწერალთა  და საზოგადო მოღვაწეთა პანთეონს ეწვივნენ,  ქრონოლოგიის დაცვით, ისაუბრეს  საბჭოთა პერიოდამდელი და შემდგომი დროის  მოღვაწეების-   მწერლების,…

პროექტი „გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის“

24 მაისს საქართველოს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა საქართველოს პირველი რესპუბლიკის დაფუძნების 100 წლის იუბილესადმი მიძღვნილი პროექტის „გურიელი თავისუფალი საქართველოსთვის” და ჩაის ქართული ბრენდის „გურიელის” საიუბილეო გამოშვების ,,პრინცი გურიელი – საიუბილეო 100” წარდგენა. კომპანია „გეოპლანტის” დირექტორმა მიხეილ ჭკუასელმა მადლობა გადაუხადა ეროვნულ სასახლეს, მის დირექტორს იმისთვის, რომ მთელ საქართველოში გამორჩეული სადღესასწაულო დარბაზი დაუთმეს და პირველივე დღიდან აქტიურად…

ფოტოგამოფენა „ცხოვრება ვარდისფერ ფერში“

16 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტის  „თბილისის ცის ქვეშ” ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში  გაიმართა    აუდიო-ვიზუალური მიმართულების გ. თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა  ,,La  vie  em  rose ” –  მოზარდების მიერ დანახული სამყარო, რომელზეც 40-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.   პროექტის ფარგლებში,  დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას,  მწვანე სივრცეში  კულტურული ღონისძიებები – კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები,…

მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია

12 მაისს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია გაიმართა, რომლის მიზანია მოსწავლეთა ცოდნის გაღრმავება, დამოუკიდებელი მუშაობისა და ინფორმაციის სინთეზის უნარის განვითარება, მოსწავლეთა ინტერესის გაძლიერება მეცნიერებისა და კულტურის ამა თუ იმ დარგის დასაუფლებლად. წლევანდელი კონფერენცია ილია ჭავჭავაძის დაბადებიდან 180-ე წლისთავს მიეძღვნა. კონფერენციაში საჯარო და კერძო სკოლების VIII – XII კლასების მოსწავლეები, მოსწავლე- ახალგაზრდობის სახლების, ახალგაზრდული ცენტრებისა…

ფოტოკონკურსში “ჩემი სასახლე” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ

27 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ გამოცხადებულ ფოტოკონკურსში  “ჩემი სასახლე” გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ. კონკურსში გამარჯვებულ მოსწავლეებს – თეკლა ხარაზიშვილს, ლიზა გოშაძეს, ელენე ტუშურს, მარიამ მისკარიანს და ქეთი გეთიაშვილს თბილისის მერიისა და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სიგელები და სამახსოვრო საჩუქრები გადაეცათ. სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ მადლობა გადაუხადა ქალაქ თბილისის მერს, ბატონ კახა კალაძეს კონკურსანტების წახალისებისთვის, მოსწავლეებს და მათ…

72 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის მონაწილეთა საყურადღებოდ!

12  მაისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში მოსწავლეთა 72 -ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დასკვნითი ტური გაიმართება. რეგისტრაცია: 08.00 – 09.30 სთ

„კალმოსანთა” შეკრება

12 მაისს,  მოსწავლე  – ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართება  „კალმოსანთა” ლიტერატურული სალონი   მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის შემოქმედ მოსწავლეთა სექციაში გამოგზავნილ ნამუშევართა გამარჯვებული ავტორების მონაწილეობით. მონაწილეთა რეგისტრაცია – 08:00 – 09:30 სთ, 87-ე ოთახი, ეროვნული სასახლე.

დედამიწის საერთაშორისო დღე

22 აპრილს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ამერიკულმა კუთხემ აშშ-ის საელჩოსთან ერთად აღნიშნა დედამიწის საერთაშორისო დღე – Let’s Be Green!  ღონისძიება გაიმართა პირველი რესპუბლიკის სახელობის ბაღში. ამერიკული კუთხის მოსწავლეებმა ჩაატარეს ვიქტორინა – გამოკითხვა გარემოსდაცვით თემაზე, წარმოადგინეს სამაგიდე თამაშები, სახის მოხატვა და სხვა არაერთი სახალისო-შემეცნებითი აქტივობა. საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა სამეცნიერო კუთხემ ჩაატარა კონფერენცია ეკოლოგიურ თემაზე, დარგეს მცენარეები, გამოიფინა ნახატები. გეოეკოლოოგის წრის წევრებმა დაარიგეს საინფორმაციო ბროშურები, ეკოლოგიური კალენდარი გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლების მიზნით, მოხატეს ასფალტი. ღონისძიების ორგანიზატორია ამერიკული კუთხის კოორდინატორი ნათელა ურუშაძე.