თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი

თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი 2019 წელს თბილისის მერიის მხარდაჭერით, ეროვნული სასახლის ბაზაზე დაფუძნდა თბილისის ახალგაზრდული ორკესტრი. ორკესტრის იდეა ეკუთვნის ახალგაზრდა დირიჟორს მირიან ხუხუნაიშვილს და მუსიკოსს მიხეილ მდინარაძეს. ორკესტრის წევრების შერჩევა ხდება ყოველწლიურად კონკურსის გზით. მუსიკოსების ასაკი განისაზღვრება 14-26 წლამდე.

თაობა – ახალგაზრდული ფესტივალები

ეროვნულ სასახლეში 2017 წლიდან დაფუძნდა ხუთი სახელოვნებო, ახალგაზრდული ფესტივალი: კინოფესტივალი “თაობა” – http://taobaff.ge თეატრალური ფესტივალი “თაობა” მუსიკალური ფესტივალი “თაობა” ფოლკლორული ფესტივალი “თაობა” ქორეოგრაფული ფესტივალი “თაობა”

კინოფესტივალი თბილისური აისი

სასახლე ემზადება საერთაშორისო კინოფესტივალისთვის! გრიგოლ ჩიგოგიძის ინიციატივით და სტუდია “პიონერფილმის” ბაზაზე 2017 წელს აღვადგენთ საერთაშორისო კინოფესტივალს. ამ ეტაპზე დასრულდა კინოფესტივალის ბრენდინგის ეტაპი. პარალელურად მიმდინარეობს საფესტივალო პროგრამის და მონაწილეთა რეგისტრაციის მოსამზადებელი სამუშაოებიც.

Erasmus+

მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე აქტიურად მონაწილეობს ევროკავშირის პროგრამაში Erasmus + ფარგლებში განხორციელებულ პროექტებში. Erasmus + წარმოადგენს ევროკავშირის შვიდწლიან პროგრამას, სრული ბიუჯეტით 14.7 მილიარდი ევრო. იგი აერთიანებს განათლების, სპორტის, ტრენინგებისა და ახალგაზრდულ პროგრამებს. განხორციელებული პროექტები:   Social Entrepreneurship as a Tool for Social Inclusion ხორვატიაში, სასახლის პარტნიორი არასამთავრობო ორგანიზაციის მიერ ჩატარდა ტრენინგ კურსი ახალგაზრდული მუშაკებისთვის, რომელშიც მოსწავლე…

სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი

ა(ა)იპ მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ ინიცირებული სტრატეგიული პარტნიორობის ფორუმი აერთიანებს ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმომწერ 40-მდე დაწესებულებას მთელი საქართველოდან, რომლებიც უმეტესად ადგილობრივი მუნიციპალიტეტების დაქვემდებარებაში მყოფ მრავალპროფილიან, სასწავლო, კულტურულ, სპორტულ, სკოლისგარეშე და არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს წარმოადგენენ. ფორუმის მიზანია საქართველოში არსებული არაფორმალური განათლების ორგანიზაციებს შორის აქტიური ურთიერთთანამშრომლობისა და ორმხრივად სასარგებლო კომუნიკაციების დანერგვა. ეროვნული სასახლის მიერ შემუშავებული 2017-2021 წლების სტრატეგიის…

არაფორმალური განათლების საერთაშორისო კონფერენცია

არაფორმალური განათლების თანამედროვე მეთოდების და მიდგომების გაზიარების, საერთაშორისო პროგრამების დანერგვისა და უცხოური საუკეთესო გამოცდილების გაზიარებისთვის, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიერ 2017 წელს დაარსდა ყოველწლიური საერთაშორისო კონფერენცია “ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში”. პირველი კონფერენცია 2017 წლის 25 ნოემბერს ჩატარდა, მასში მონაწილეობა მიიღეს ეროვნული სასახლის პარტნიორმა საერთაშორისო ორგანიზაციებმა, ცენტრალური და ადგილობრივი ხელისუფლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლებისა და სასახლეების წარმომადგენლებმა მთელი ქვეყნის მასშტაბით.…

კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია

2017 წლის 26 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სარკეებიან დარბაზში კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია დაარსდა. ურთიერთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის, ევროპის კულტურის პარლამენტის, საერთაშორისო მოძრაობის “ევროპის სულისთვის”, ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ „კავკასიის“ და საქართველოს ხელოვნების სამეცნიერო-კვლევითი ინსტიტუტის მიერ. კულტურული დიპლომატია, როგორც რბილი ძალა, წარმოადგენს იდეების, ინფორმაციის, ხელოვნების და კულტურის სხვა ასპექტების გაცვლას მოქალაქეებსა და ქვეყნებს შორის,…