1-2 ოქტომბერს, ვილნიუსში EAICY-ის, ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციისა და ლიტვის მოსწავლე ახალგაზრდობის ცენტრის განათლების და მეცნიერების სამინისტროსთან თანამშომლობით, გაიმართა საერთაშორისო კონფერენცია „როგორ აღვზარდოთ მომავლის ლიდერები დღეს -ემოციური ინტელექტი – ხელოვნური ინტელექტი“ . კონფერენციის მუშაობაში მონაწილეობდა მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის პროქტების და პროგრამების განყოფილების მენეჯერი ლევან დვალი, როგორც ეროვნული სასახლის, EAICY -ის პრეზიდიუმის წევრი ორგანიზაციის წარმომადგენელი. ასევე ჩატარდა ბავშვთა და ახალგაზრდობის არაფორმალური განათლების დაწესებულებების ევროპული ასოციაციის გენერალური ასამბლეა, რომელზეც ახალი პრეზიდიუმი, საკონტროლო კომისია, გენერალური მდივანი, პრეზიდენტი და ვიცე პრეზიდენტი აირჩიეს.
კონფერენციის მიზანია სოციალური და ემოციური სწავლების მნიშვნელობის განხილვა-გააზრება, ყოველდღიურ ცხოვრებაში ტექნოლოგიური პროგრესის როლის გაცნობიერება, ცვლილებების დაგეგმვის, მისი მიღწევის გზების, ლიდერის უნარ-ჩვევების მქონე ახალგაზრდების აღზრდა – ჩამოყალიბების მეთოდოლოგიის წარდგენა.
