ეროვნულ სასახლეში EBRD-ის საერთაშორისო მრჩევლის, პროექტის მენეჯერის ჟანეტა სტატევსკას ტრენინგი მიმდინარეობს ევროკავშირისა და ევროკომისიისგან თანხების მოძიების შესაძლებლობებსა და პროცედურებთან დაკავშირებით. სემინარის თემაა ევროპული ფონდები, დაფინანსება და ფონდების მოძიება; ცნობილი ევროპული ფონდები და ორგანიზაციები, როგორც პოტენციური დონორები; ევროპული ფონდების პრიორიტეტები და მიმართულებები; პარტნიორების მოძიების გზები, თანამედროვე პროექტის, საგრანტო განაცხადის ძირითადი ასპექტები; მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის უპირატესობები და შესაძლებლობები ევროპული ფონდების მოზიდვისათვის, სხვა მნიშვნელოვანი საკითხები. საერთაშორისო ტრენინგი სასახლის პედაგოგების, თანამშრომლების აქტიური ჩართულობით მიმდინარეობს.
