11:00-18:00
(+995 32) 299 75 07
info@youthpalace.ge

მიმართულებები

 

 

საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულება

 

სწავლების ძირითადი მიმართულებებია: მოსწავლეთა ეკოლოგიური აღზრდა-განათლება; გარემო პირობების როლისა და ზემოქმედების გააზრება ცოცხალი ორგანიზმის განვითარებასთან ერთად; თანამედროვე ეკოლოგიური მდგომარეობის შესწავლა; ბუნების დაცვა; ელემენტარული სამეცნიერო  უნარ-ჩვევების გამომუშავება; ჯანსაღი ცხოვრების წესების დამკვიდრება ახალგაზრდებში.

სწავლის პერიოდში მოსწავლეები ახდენენ გარემოზე დაკვირვებას, მარტივი ბუნებრივი პროცესების აღწერას, მონაცემების შეგროვებას და აღრიცხვას; საინფორმაციო წყაროების გამოყენებას; ობიექტების კლასიფიკაციას; უსაფრთხოების წესების დაცვას ლაბორატორიებში; ექსპერიმენტების დაგეგმვა-წარმართვას; პროექტების მომზადებას, დასკვნების გამოტანასა და მათ დაცვას ფართო აუდიტორიის წინაშე. 


მიმართულებაზე მოქმედებს შემდეგი წრეები

  • ბიოლოგია (უფასო)
  • ქიმია (უფასო)
  • ეკოლოგია (უფასო)
  • ბუნებისმცოდნეობა (უფასო)
  • გენეტიკა-სელექცია (უფასო)