11:00-18:00
(+995 32) 299 75 07
info@youthpalace.ge

მიმართულებები

 

 

ტექნიკისა და ელექტრული ინჟინერიის მიმართულება

 

სწავლების მიზანია მოსწავლეებს გამოუმუშავდეთ დამოუკიდებლად აზროვნების უნარი, საკითხის სიღრმისეული წვდომა, ინტერესი ტექნიკური შემოქმედებისადმი, გრაფიკის ენის გააზრებულად შესწავლა, რომელიც ინფორმაციის გაცვლის ერთ-ერთი საშუალებაა.

ტექნიკით დაინტერესებული მოსწავლეები იღებენ როგორც თეორიულ, ასევე პრაქტიკულ ცოდნას. აქვთ შეხება ტექნიკურ საგნებთან, რათა მოახდინონ საკონსტრუქტორო სამუშაოების შესრულება, მთელი რიგი პროექტების, მოდელების, მოძრავი და გრაფიკული ანიმაციების, ინტერიერისა და ექსტერიერის დიზაინის შექმნა.

მოსწავლეები აქტიურ მონაწილეობას იღებენ სხვადასხვა კონკურსებსა და შეჯიბრებებში, მეცნიერთა და გამომგონებელთა რესპუბლიკურ და საერთაშორისო ოლიმპიადებში, ნორჩ ტექნიკოსთა ნამუშევრების გამოფენებში.

 

მიმართულებაზე მოქმედებს შემდეგი წრეები

  • მათემატიკა (უფასო)
  • ფიზიკა (უფასო)
  • არქიტექტურა (უფასო)
  • გემთმოდელირება (უფასო)
  • ავიამოდელირება (უფასო)
  • რადიოელექტრონიკა (უფასო)
  • კომპიუტერული გრაფიკა (უფასო)
  • საინჟინრო გრაფიკა და მაკეტირება (უფასო)