11:00-18:00
(+995 32) 299 75 07
info@youthpalace.ge

სიახლეები

რეზო ჭანიშვილის საიუბილეო ღონისძიება
16.06.2017

 

16 ივნისს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მთავარი ქორეოგრაფის, საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, პროფესორის, საქართველოს ქორეოგრაფიის მოღვაწეთა კავშირის თავმჯდომარის რეზო ჭანიშვილის საიუბილეო საღამო გაიმართა.

ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ იუბილარს მიულოცა და გადასცა ქ. თბილისის მერიის საპატიო სიგელი და ეროვნული სასახლის მადლობის სიგელი მოსწავლე-ახალგაზრდობის განათლებაში, ქართული ქორეოგრაფიის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის.

საღამოს ესწრებოდნენ და  რეზო ჭანიშვილს  იუბილე მიულოცეს თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენელმა რუსუდან საგინაშვილმა, კოლეგებმა.