11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

გამოფენა „მხედველი სული “
20.09.2017

 

20 სექტემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა გამოფენა -პროექტის  „მხედველი სულის" პრეზენტაცია.  პროექტის მიზანია კულტურულ-შემოქმედებით და შემეცნებით პროცესში საზოგადოების  ყველა ჯგუფის ინტეგრაცია, სხვადასხვა კატეგორიის შშმ პირების (მათ შორის, მცირემხედველი და უსინათლო) ინტერაქტიული ინკლუზია ხელოვნების დახმარებით.

ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ ახალგაზრდებისათვის   კულტურულ -  სოციალური პროექტების მნიშვნელობაზე ისაუბრა, აღნიშნა, რომ სასახლის კარი  მუდამ ღიაა ასეთი კრეატიული  ღონისძიებებისთვის. გამოფენის მონაწილეებს და სტუმრებს   მიმართეს პროექტის ხელმძღვანელმა ქეთი მატაბელმა, თბილისის სამხატვრო აკადემიის  რექტორმა გია გუგუშვილმა და პროექტის მხარდამჭერებს  საპატიო დიპლომები გადასცეს,  ეროვნულ სასახლეს  ქეთი მატაბელის ნამუშევარი უსახსოვრეს.

კონცეფციის ავტორი და პროექტის ხელმძღვანელია   შოთა რუსთაველის პრემიის ლაურეატი  ქეთი მატაბელი, ორგანიზატორი - ხელოვნების ცენტრი „ფოლიანტი", თანაორგანიზატორი  - მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე. პროექტი ხორციელდება ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის დაფინანსებით.  ამ მნიშვნელოვანი პროექტის მხარდამჭერია  საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერებისა და კულტურის კომიტეტი.