11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

საზეიმო ღონისძიება პირველი რესპუბლიკის ბაღში
09.10.2017

 

8 ოქტომბერს,  მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარედ,   პირველი რესპუბლიკის ბაღში თბილისობის დღესასწაულისა და  ახალი სასწავლო წლის დაწყებისადმი    მიძღვნილი  საზეიმო ღონისძიება გაიმართა ეროვნული სასახლის  მოსწავლეების  მონაწილეობით.

შეკრებილებს ეს მნიშვნელოვანი დღე მიულოცა სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა  გოგი თოდაძემ.  გამოიფინა სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების მიმართულების მოსწავლეების ნამუშევრები,  გაიმართა ფოტოხელოვნების წრის აღსაზრდელების ფოტოგამოფენა.  შედგა მინი-ტურნირი ჭადრაკში, ერთდროული თამაშის სეანსი რამდენიმე დაფაზე. გაიმართა   კონცერტი სასახლის მუსიკალური მიმართულების  ვოკალურ-ინსტრუმენტულ  ანსამბლ  „მზიურის" წევრების, მევიოლინეთა ანსამბლ „ სი-მის",  ფოლკლორული  ანსამბლების მონაწილეობით,  ქართული ხალხური  ცეკვები  შეასრულეს  ქორეოგრაფიულმა  ანსამბლებმა -  „თამარიონმა", „ლაშქარმა", „ფერხულმა" და  „ შევარდენმა".