11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ვორქშოფი “ მოქალაქეების მომავალი-ევროპის მომავალი”
14.10.2017

12 და 13 ოქტომბერს,  მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  გაიმართა  საერთაშორისო მოძრაობა "ევროპის სულისთვის" ექსპერტების ორი  ვორქშოფი სასახლის მოსწავლეებისათვის, 16-18 წლის ახალგაზრდებისთვის, ასევე უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებისთვის.  ღონისძიების  თემა - საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები.

 ვორქშოფს ატარებს მოძრაობა „ევროპის სულისთვის" (A Soul for Europe) ნიდერლანდების სამეფოს კულტურის ფონდ კავკასიის ადგილობრივ ფილიალთან „კავკასიის კულტურული პროგრამების საერთაშორისო ბიუროსთან", მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლესთან თანამშრომლობით და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით; ასევე  გაიმართება საჯარო შეხვედრას,  რომელზედაც  საზოგადოებასთან ერთად განიხილება ევროპის მომავლისთვის საჭირო საერთო ევროპული კულტურული სივრცის შექმნასთან დაკავშირებული საკითხები. ვორკშოფებს მოდერირებას გაუწევს მოძრაობის „ევროპის სულისთვის" სტრატეგიული ჯგუფის უცხოელი  წევრიები და  ადგილობრივი ექსპერტი, რომელთაც ევროპისთვის მნიშვნელოვან საკითხებზე საზოგადოების ჩართულობის უზრუნველყოფის ფართო გამოცდილება აქვთ.

პროექტის შედეგად მოხდება ქართველი, სომეხი და აზერბაიჯანელი ახალგაზრდების და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლების ჩართვა ერთიანი ევროპული კულტურული სივრცის შექმნის პროცესში; ახალგაზრდები,  მათ შორის  ეთნიკური უმცირესობისების წარმომადგენლები  მოისმენენ წამყვანი ევროპელი ინტელექტუალების ლექციებს; ღონისძიების მიზანია საზოგადოებაში ევროპული კულტურული ღირებულებების შესახებ  ცნობიერების ამაღლება.