11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

პროექტი ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200“
26.10.2017

 

26 ოქტომბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების მოსწავლეების მონაწილეობით, პროექტის ,,ნიკოლოზ ბარათაშვილი-200" ფარგლებში, გაიმართა ლიტერატურული საათი ,,ვერღა ამიგო სიყვარულმა კვალად ტაძარი!" ქართული ენისა და ლიტერატურის მიმართულების ხელმძღვანელმა რუსუდან ყიფიანმა ისაუბრა პოეტის ცხოვრებასა და შემოქმედებაზე; მოსწავლეებმა წაიკითხეს ლექსები, ამონარიდები პირადი წერილებიდან. ყურადღება გამახვილდა მწერლის ლიტერატურული მემკვიდრეობის იმ ნაწილზე, რომელიც სატრფიალო-სამიჯნური ხასიათისაა.