11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში
29.10.2017

 

29 ოქტომბერს, პროექტის „საუბრები ეროვნული სასახლის სამკითხველოში" ფარგლებში გაიმართა შეხვედრა თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორთან, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროფესორ ზურაბ გურიელიძესთან. 

სტუმარმა ისაუბრა ზოოპარკის ისტორიის, ევოლუციის, დანიშნულებისა და ინფრასტრუქტურის შესახებ, ცხოველთა ეგზოტიკურ სახეობებზე, გადაშენების პირას მყოფი სახეობების შენარჩუნებასა და აღდგენაზე, უპასუხა სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების მოსწავლეების კითხვებს.