11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

საერთაშორისო ფესტივალი „თბილისური აისი“ - XII
05.11.2017

1-5 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ  სასახლეში გაიმართა   ნორჩ კინომოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი  „თბილისური აისი" -  XII.  ფესტივალში მონაწილეობდნენ 14  ქვეყნის:   გერმანიის, შვედეთის, ნიდერლანდების, ხორვატიის,  უკრაინის,  დიდი ბრიტანეთის, სომხეთის, რუსეთის და სხვ. წარმომადგენლები, მათ შორის, კინომოყვარულთა საერთაშორისო ფედერაციის პრეზიდენტი დეივ უეტერსონი (დიდი ბრიტანეთი). 

ფესტივალზე  წარმოდგენილი  იყო  კინომოყვარულთა მიერ შექმნილი ფილმები. ახალგაზრდა რეჟისორების, მსახიობების  ნამუშევრები  შეაფასა  კომპეტენტურმა ჟიურიმ ცნობილი  ოპერატორის,   შოთა რუსთაველის სახელობის სახელმწიფო პრემიის ლაურეატის,  ლომერ ახვლედიანის თავმჯდომარეობით.   ფესტივალის პროგრამა მრავალფეროვანი და საინტერესო იყო. ფესტივალის ფარგლებში გაიმართა მეგობრობის საღამო, შეხვედრა კინემატოგრაფისტებთან.   

საზეიმო  დახურვის ცერემონიაზე გამოვლინდნენ ფესტივალის სხვადასხვა ნომიმაციაში გამარჯვებულები. საერთაშორისო ფესტივალის გრან პრი მოიპოვა ფილმმა „პან პიპას გასეირნება" (უკრაინა, ახალგაზრდული კინოცენტრი „ვესნიანკა"). 
ფესტივალის ყველაზე მცირეწლოვანი მონაწილის პრიზი გადაეცა 9 წლის სვიატოსლავ კაპლანს, უკრაინა, სტუდია „კროკი".