11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში“
25.11.2017

 

25 ნოემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში გაიმართა არაფორმალური განათლების პირველი საერთაშორისო კონფერენცია „ცვლილებები არაფორმალურ განათლებაში". 
ეროვნული სასახლის დირექტორმა თინათინ რუხაძემ ყურადღება გაამახვილა არაფორმალური,სკოლისგარეშე დამატებითი განათლების განსაკუთრებულ მნიშვნელობაზე ქვეყნის მომავალი თაობისთვის მისი მსოფლმხედველობის გაფართოების, მოქალაქეობრივი შეგნების ამაღლების თვალსაზრისით. არაფორმალური განათლების მიზნებსა და გამომწვევებზე, კონცეპტუალურ საკითხებზე ისაუბრეს ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი ტყემალაძემ, პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაშმა, ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს განათლებისა და კულტურის კომისიის თავმჯდომარე თამარ ტალიაშვილმა, განათლების და მეცნიერების სამინისტროს წარმომადგენელმა ლალი კალანდაძემ,ქ. თბილისის მერიის განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა სამსახურის უფროსის მოადგილემ, გოგი ჩიქოვანმა. 
ქართველი მოსწავლე-ახალგაზრდობის ფინანსური და სოციალური განათლების დონის ამაღლების აუცილებლობაზე, საერთაშორისო პროგრამებსა და მათში ეროვნული სასახლის აქტიურ ჩართულობაზე პრეზენტაციები წარადგინეს სასახლის პარტნიორი ორგანიზაციების,აფლატუნის საერთაშორისო ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა,რულანდ მონაშმა, SALTO აღმოსავლეთ ევროპის და კავკასიის რესურს - ცენტრის წარმომადგენელმა ტომაშ შოპამ, საინფორმაციო ცენტრის წარმომადგენელმა საქართველოში, ასოციაცია „დრონის" ხელმძღვანელმა გიორგი კიკალიშვილმა, საქართველოს ეროვნული ბანკის წარმომადგენელმა მარიამ გუნიავამ, ეროვნული სასახლის პროექტების და პროგრამების განყოფილების უფროსმა ლევან დვალმა, ეროვნული სასახლის თანამედროვე ტექნოლოგიების და ფინანსური განათლების მიმართულების ხელმძღვანელმა ლია შენგელიამ.