11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემია
27.11.2017

 

27 ნოემბერს,  ეროვნულ სასახლეში,  კულტურის დიპლომატიის ახალგაზრდული აკადემიის  ფარგლებში გაიართა ინტერაქტიული ლექცია-საუბრები სასახლის სხვადასხვა მიმართულებების   მოსწავლეებისთვის.  ევროპის კულტურის პარლამენტის სენატორმა,  მარი - ლუიზ ფონ პლესენმა გამართა პრეზენტაცია „ევროპის  ინტეგრაციის საკითხები ისტორიულ კონტექსტში;  ჩვენი ხედვა- „მემკვიდრეობა, განსხვავებულობა,  საერთო მომავალი". რეჟისორმა, წინანდლის საერთაშორისო  მუსიკალური  ფესტივალის დირექტორმა დავით საყვარელიძემ  ისაუბრა კულტურის, კულტურული ურთიერთობების როლზე  ევროპასთან ინტეგრაციის, საერთო ევროპული  ფასეულობების განმტკიცების  თვალსაზრისით.  ცნობილმა მხატვარმა რუსუდან ფეტვიაშვილმა საკუთარ შემოქმედებაზე ისაუბრა.  დასასრულს, გაიმართა დოკუმენტური ფილმის ჩვენება, დისკუსია მის გარშემო.