11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

აქცია: ,,დაიცავი გარემო - დაეხმარე ცხოველებს“
07.12.2017

 

7 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის მიმდებარედ, პირველი რესპუბლიკის  სახელობის ბაღში ეროვნული სასახლის სამეცნიერო კუთხის ინიციატივით,  კომპანია „ Professional Legal Consulting" მხარდაჭერით გაიმართა  აქცია: ,,დაიცავი გარემო - დაეხმარე ცხოველებს". სასახლის სამეცნიერო კუთხე დაფინანსებულია საქართველოში აშშ-ს საელჩოს მიერ.

აქციის მიზნისა  და დანიშნულების,   გარემოსდაცვითი საკითხების შესახებ ისაუბრეს სასახლის  დირექტორმა თიკა რუხაძემ,  კომპანია   „ Professional Legal Consulting"  დირექტორმა    დავით ბიჭიკაშვილმა, სამეცნიერო კუთხის ხელმძღვანელმა ია გოდერძიშვილმა,  თავისუფალი და აგრარული უნივერსიტეტის  პროფესორმა  მზაღო ლობჟანიძემ,  მცენარეთა ბიოლოგიური დაცვის ცენტრის დირექტორმა კარლო კიკორიამ, საპატრიარქოს ფონდის "გაამწვანე საქართველო"-ს წარმომადგენელმა,  გოჩა არონიშიძემ,  თბილისის ზოოლოგიური პარკის დირექტორმა, ზურაბ გურიელიძემ და სხვებმა.

ბაღში,  წინასწარ მონიშნულ ადგილებზე,  სასახლისა და ევროპული სკოლის მოსწავლეებმა  დარგეს   ვერცხლისფერი ნაძვები,   მოეწყვეს  ფრინველთათვის  ხის საკვებურები, ძაღლის სადგომი.  გამოიფინა მოსწავლეების  მიერ  შესრულებული  ნახატები, ნაძერწი  ფიგურები,  ინსტალაციები   ეკოლოგიურ  თემაზე.  აქციის მიზანია მოსწავლეების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლება.