11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ტრენინგი თემაზე „გუნდის ფორმირება“
12.12.2017

12 დეკემბერს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თანამშრომლებისთვის ჩატარდა კორპორატიული ტრენინგი თემაზე „გუნდის ფორმირება\". ტრენინგს უძღვებოდა - კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის(CTC) ასოცირებული ტრენერ-კონსულტანტი ბუბა ცირეკიძე. მართვის თანამედროვე სისტემებზე ეტაპობრივად გადასვლასთან დაკავშირებით ღონისძიების მიზანია სასახლეში ერთიანი და მოქნილი მართვის სისტემის დანერგვა.

ტრენინგს ეროვნული სასახლის კოლექტივის წევრებთან ერთად ესწრებოდნენ ქ.თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურის წარმომადგენლები.