11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

მოსწავლეთა 72–ე სასწავლო–შემოქმედებით კონფერენციაში მონაწილეობის მსურველთა საყურადღებოდ!
14.12.2017

 

ძვირფასო კოლეგებო, პედაგოგებო და მოსწავლეებო, სკოლების, მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლების, სასახლეების, ცენტრების, რესურსცენტრების მესვეურებო!

მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე გილოცავთ დამდეგ შობა-ახალ წელს!
გისურვებთ წარმატებას თქვენს საქმიანობაში და კვლავ გიწვევთ სათანამშრომლოდ.
მოსწავლეთა 72-ე სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენცია ეძღვნება დიდი ილია ჭავჭავაძის 180 -ე წლისთავს: „ილია - ჩვენი თანამედროვე". გთხოვთ, გულისყურით მოეკიდოთ ამ თარიღს. ველით ნაშრომებს და თქვენთან შეხვედრას.
კონფერენცია ჩატარდება 3 ეტაპად : სასკოლო - იანვარი; სარაიონო - თებერვალი. 
დასკვნითი ტურის ნაშრომების მიღების ვადაა 1-დან-15 მარტამდე სასახლის საორგანიზაციო კომიტეტში.
მისამართი: შოთა რუსთაველის პროსპექტი №6, მე-2 სართული, ოთახი № 53. 

დაგვიკავშირდით -  2 99 75 06
დაწვრილებითი ინფორმაციისათვის, მოსწავლეთა სასწავლო-შემოქმედებითი კონფერენციის დებულება იხილეთ სასახლის ვებ-გვერდზე www.youthpalace.ge