11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი
04.01.2018

 

3-6 იანვარს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში  საახალწლო ნაძვის ხის ტრადიციული ზეიმი იმართება. ზეიმი  განახლებული მრავალფეროვანი პროგრამით ტარდება: თეატრალური მიმართულების თოჯინების თეატრის დღესასწაულისადმი მიძღვნილი  ახალი საახალწლო სპექტაკლი, ჯამბაზების შოუ, თოვლის ბაბუა, პატარა სანტები, ზღაპრის ნაცნობი და ყველა ბავშვისთვის საყვარელი გმირები; გაიმართა სახალისო აქტივობები, თამაშები მოზარდებისთვის, მოწვეული სტუმრების წინაშე მუსიკალური ნომრებით წარსდგნენ სასახლის მუსიკალური და ქორეოგრაფიული მიმართულების  ანსამბლები, სოლისტები: ქართული ცეკვა,  ვოკალურ-ინსტრუმენტული ანსამბლი „მზიური", სამეჯლისო  და სპორტული  ცეკვები,  პატარა ბალერინები. თოვლის ბაბუამ,  მსახიობმა გიორგი ცერცვაძემ პატარებს დღესასწაული მიულოცა და საახალწლო საჩუქრები დაურიგა. საახალწლო ნაძვის ხის ზეიმი სასახლეში ტრადიციულად, საქველმოქმედოა. მოსაწვევები გადაეცათ საქველმოქმედო ფონდებს, სახელმწიფო და არასამთავრობო ორგანიზაციებს, შემოქმედებით კავშირებს, ტელეკომპანიებს და სხვა.

საახალწლო წარმოდგენის რეჟისორია ეროვნული სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელი გოგი თოდაძე.