11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ეროვნული სასახლის მოსწავლეები თანატოლებს ეწვივნენ
17.01.2018

 17 იანვარს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის წარმომადგენლები, მოსწავლეები არასამთავრობო ორგანიზაციის „ბავშვი და გარემოს" ბავშვთა სარეაბილიტაციო დღის ცენტრების "ცისარტყელას", „იმედის", მიუსაფარ ბავშვთა ცენტრ „ ბეღურების", ფონდ „ჩემი სახლის" ბენეფიციარებს ეწვივნენ, თანატოლებს შობა-ახალი წელი, დამდეგი ნათლისღების დღესასწაული მიულოცეს და საჩუქრები გადასცეს, მოიწვიეს ეროვნულ სასახლეში. მასპინძელმა ბავშვებმა სტუმრებს კონცერტი გაუმართეს.