11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ვახტანგ ქარსელაძის 99 წლისთავისადმი მიძღვნილი ტურნირი
21.01.2018

21 იანვარს, მოსწავლე- ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საჭადრაკო სკოლაში    გაიმართა ცნობილი მოჭადრაკის, პედაგოგის  ვახტანგ ქარსელაძის 99 წლისთავისადმი მიძღვნილი  „ვახტანგიანას" მთავარი ღონისძიება, ბლიც-ტურნირი მოწვეული საპატიო სტუმრების მონაწილეობით. პირველ დაფაზე პირველი სვლა, სიმბოლურად,  სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ გააკეთა.

ტურნირში გაიმარჯვა ლიტერატურულ პრემია „საბას" ლაურეატმა,  პროზაიკოსმა ოთარ ჯირკვალიშვილმა. II ადგილზე გავიდა გიორგი ბაღათუროვის მოსწავლე საბა ლომსაძე, III ადგილი დაიკავა მზია წერეთლის აღზრდილმა ანასტასია სიდამონიძემ (წარსულში 10-წლიან გოგონებში ევროპის თასის მფლობელი). მეოთხე იყოქართული გენეალოგიური საზოგადოების დამფუძნებელი და თავმჯდომარე, თბილისის 4-გზის და საქართველოს 1976 წლის ჩემპიონი ვაჟებში, საქართველოს  დამსახურებული მწვრთნელი იური ჩიქოვანი. მე-5 ადგილზე გავიდა სარეკლამო კომპანია „ელიოტ ვებერის" წარმომადგენელი, საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის გამგეობის წევრი გოჩა თანდარაშვილი. 
„ვახტანგიანას" ფესტივალზე პირველად დაწესდა ზურაბ ანჯაფარიძის პრიზი „საუკეთესო ხელოვანს",რომელიც გადაეცა  მწერალ ოთარ ჯირკვალიშვილს. ზურაბ ანჯაფარიძის მეუღლემ, მარინა მაჭავარიანმა მას გადასცა   საოპერო მომღერლის  სიმღერების დისკი.