11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

შეხვედრა ტელეწამყვან დავით სოკოლოვთან
05.02.2018

5 თებერვალს, მოსწავლე - ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის სტუდია „პიონერფილის" მოსწავლეებს სტუმრად ეწვია ტელეწამყვანი დავით სოკოლოვი. ცნობილ ტელეწამყვანს გაახსენეს ტელევიზიის დაარსების დღიდან მისი საქმიანობის ამსახველი კადრები, ფოტომასალა, საქართველოს რადიოს ოქროს  ჩანაწერი. მოწვეულმა სტუმრებმა და თანაკლასელებმა გაიხსენეს სკოლის პერიოდი. 

სტუმრებს  შორის იყო ცნობილი სპორტული კომენტატორი ჯამლეტ ხუხაშვილი. მან აღნიშნა, რომ დავით სოკოლოვი ათეული წლების განმავლობაში იყო  საუკეთესო ტელეწამყვანი, დიქტორი, რედაქტორი,  პროფესიონალი,  რომლის ხმა ისმოდა ყველა ფანჯრიდან. „პიონერფილმის" მოსწავლეებმა ტელეწამყვანს დაუსვეს კითხვები პროფესიაზე, ტელევიზიაში გატარებულ წლებზე, კოლეგებზე, ქართულ ენაზე და სხვა საკითხებზე. დავით სოკოლოვზე ისაუბრა ლეგენდარულმა ტელეწამყვანმა ლია მიქაძემ. საღამოში მონაწილეობდა ანსამბლი „მზიური". დავით სოკოლოვს მიესალმა ეროვნული სასახლის დირექტორის მოადგილე ეკა ჭაჭიაშვილი და სამახსოვროდ სასახლის საიბილეო კატალოგი გადასცა.