11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ფილმის ჩვენება აფროამერიკელთა ისტორიის თვის ფარგლებში
21.02.2018

21 თებერვალს, ეროვნული სასახლის ამერიკულ კუთხეში, საქართველოში აშშ-ის  საელჩოსა და ამერიკული კუთხის ორგანიზებით, აფროამერიკელთა ისტორიის თვის ფარგლებში, გაიმართა ფილმის ჩვენება. დოკუმენტური ფილმების ჩვენება  მთელი ქვეყნის მასშტაბით მიმდინარეობს, ფილმები ამ აქტუალურ თემასთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებს, პრობლემისადმი აშშ-ის საზოგადოების დამოკიდებულებას  წარმოაჩენს. ამერიკული კუთხის კოორდინატორმა ნათელა ურუშაძემ,  კურატორმა აშშ-ის სალჩოდან ნანა შუღლაძემ, მოხალისე სპიკერმა, ამერიკათმცოდნეობის დოქტორანტმა, მოწვეულმა ლექტორმა მარიამ ხატიაშვილმა აფროამერიკელთა ისტორიის თვის  მნიშვნელობაზე, თვით აფროამერიკელთა რთულ  ისტორიასა და ფილმზე  „Tell Them We Are Rising" ისაუბრეს. ფილმი ეძღვნება იმ უნივერსიტეტებს, სასწავლებლებს, რომლებშიც ცნობილი  აფროამერიკული წარმოშობის  ლიდერები, ხელოვანები აღიზარდნენ, მათ  ღვაწლს ამერიკული საზოგადოების წინაშე.