11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

მიხეილ ცალქალამანიძის საიუბილეო საღამო
16.03.2018

 16 მარტს,   მოსწავლე - ახალგაზრდობის  ეროვნულ სასახლეში  საქართველოს დამსახურებული მხატვრის,  სასახლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების  მიმართულების პედაგოგის, მიხეილ ცალქალამანიძის საიუბილეო საღამო გაიმართა. მიხეილ ცალქალამანიძეს იუბილე  მიულოცეს   საქართველოს  მხატვართა კავშირის  თავმჯდომარე გურამ ცერცვაძემ,  მხატვრებმა, სასახლის პედაგოგებმა  -  კოლეგებმა ისაუბრეს ცნობილი მხატვრისა და პედაგოგის,  საქართველოში ტიხრული მინანქრის ფუძემდებლის   დახვეწილ  მრავალფეროვან შემოქმედებაზე, მის დამსახურებაზე ქართული კულტურის, ეროვნული  სასახლის წინაშე, მის მიერ აღზრდილ ნიჭიერ თაობებზე.

საღამოში მონაწილეობდნენ    სასახლის მუსიკალური   ანსამბლები: მევიოლინეთა  ანსამბლი „სი-მი", ფოლკლორული ანსამბლები  „მირანგულა", „საუნჯე", სასახლის მოსწავლემ  საბა გოგოძემ წაიკითხა ჰაინრიხ ჰაინეს ლექსი.

სასახლის თეთრ დარბაზში  გამოიფინა მიხეილ ცალქალამანიძის  ნამუშევრები. 
პედაგოგი 62 წელია ასწავლის  უძველეს ქართულ საოქრომჭედლო ტრადიციებზე დაფუძნებულ ჭედურობისა და ოქრომჭედლობის ხელოვნებას, ხეზე კვეთას.