11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

რობოტოტექნიკის სემინარი
20.03.2018

 

 20 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებათა მიმართულების წრეების   მოსწავლეთა მონაწილეობით  გაიმართა  Lego - საგანმანათლებლო პროგრამაზე დაფუძნებული ტექნიკის ვორქშოფი;   ბავშვთა  და მოზარდთა განმავითარებელი,  რობოტოტექნიკის და პროგრამირების შემსწავლელი ცენტრის Robotics. ge აღმასრულებელმა დირექტორმა  ნინა ბექაურმა, ტრენერმა ლადო ლაბაძემ სემინარის მონაწილეებს  წარუდგინეს  პრეზენტაცია ცენტრის საქმიანობის, მიმართულებების,  პროექტების და პროგრამების შესახებ, ტექნიკისა და ელექტროტექნიკის უახლესი გამოგონების დახმარებით გააცნეს LEG0 რობოტების საინტერესო სამყარო, უპასუხეს მათ კითხვებს, უჩვენეს რობოტები. ღონისძიების  მიზანია  განუვითაროს მოზარდებს გამომგონებლობის, კომუნიკაბელობის, გუნდური და პროექტებთან მუშაობის უნარი.