11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა“ გახსნის ცერემონია
30.03.2018

29 მარტს, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის თეატრალურ დარბაზში ახალგაზრდული კინოფესტივალის „თაობა" გახსნის ცერემონია გაიმართა.

ქ. თბილისის მერის მოადგილე სოფო ხუნწარიამ, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ და საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტოს განათლების სამსახურის უფროსმა და კინოს მიმართულების კურატორმა ნანა დოლიძემ ისაუბრეს ფესტივალის დიდ მნიშვნელობაზე და მონაწილე ახალგაზრდებს მისი გახსნა მიულოცეს.

კინოფესტივალი „თაობა" კულტურისა და განათლების ფონდის და მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ერთობლივი ორგანიზებით და ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის ფინანსური მხარდაჭერით იმართება 2018 წლის 29 მარტიდან 2 აპრილის ჩათვლით. კინოფესტივალის დირექტორი - ლევან დვალი.