11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

შეხვედრა მსახიობ თამარ სხირტლაძესთან
30.03.2018

30 მარტს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის  თეატრალური მიმართულების  თოჯინების თეატრის დარბაზში გაიმართა შეხვედრა  საქართველის  სახალხო არტისტთან, მარჯანიშვილის სახელობის სახელმწიფო  აკადემიური  თეატრის მსახიობთან, სასახლის წარმატებულ აღზრდილთან   თამარ სხირტლაძესთან. თეატრალური მიმართულების მოსწავლეებმა, კოლეგებმა,  ისაუბრეს მსახიობის   შემოქმედებაზე, მის მიერ სცენასა და ეკრანზე  შექმნილ გამორჩეულ სახეებზე.  წარმოდგენილი იყო სცენები სასახლის  თოჯინების თეატრის სპექტაკლებიდან.

თამარ სხირტლაძემ  გაიხსენა   სასახლეში გატარებული წლები,  პირველი როლები  ამ სცენაზე,  თეატრალური წრის ცნობილი  პედაგოგები, ის დიდი   მსახიობები და რეჟისორები, რომელთანაც წლების განმავლობაში მუშაობა მოუწია,  უპასუხა სასახლის თეატრალური  და აუდიო-ვიზუალური  მიმართულების მოსწავლეების  მრავალრიცხოვან  კითხვას, ყურადღება გაამახვილა  მსახიობის  პროფესიის სირთულეებზე.