11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

სასახლის „ამერიკული კუთხის“ საზაფხულო სკოლა
15.07.2017

11 -14 ივლისს  ეროვნული სასახლის „ამერიკულ კუთხეში"  ფუნქციონირებდა  საზაფხულო სკოლა სამოქალაქო განათლების თემატიკაზე. საზაფხულო სკოლაში მონაწილეობდნენ სასახლის მოსწავლეები, ეთნიკური უმცირესობების წარმოამადგენლები, იმართებოდა სხვადასხვა აქტივობები, პრეზენტაციები,  ტრეინინგები, როლური თამაშები,  მოსწავლეებმა ისწავლეს რეზიუმეს წერა. ამერიკელი  სპიკერი  ლინკოლნ ლუტე მონაწილეებს  ესაუბრა ეთნიკურ უმცირესობებსა და მათ როლზე ქართულ და ამერიკულ საზოგადოებებში. ლექციის ბოლოს სპიკერმა  მოზარდების  შეკითხვებს უპასუხა და თვითონაც დაუსვა მათ კითხვები.  ახალგაზრდებმა მოაწყვეს X-Box ჩემპიონატი.  საზაფხულო ბანაკის მოსწავლეები ასევე ეწვივნენ  ნატოსა და ევროკავშირის საინფორმაციო ცენტრს, სადაც  მეტი გაიგეს ნატოს, აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობის შესახებ; ეწვივნენ აშშ-ს  საელჩოს და მონაწილეობა მიიღეს საზღვაო ქვეითების მიერ ორგანიზებულ საწვრთნელ პროგრამაში. ეროვნული სასახლის დირექტორმა თიკა რუხაძემ საზაფხულო სკოლის მონაწილეებს გადასცა სერთიფიკატები. საზაფხულო სკოლა  აშშ-საქართველოს პარტნიორობის 25 წლისთავს მიეძღვნა.