11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული
15.04.2018

10-15 აპრილს მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნულ სასახლეში ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი კვირეული ჩატარდა.  კვირეულის შემაჯამებელი, დამაგვირგვინებელი ღონისძიება -   ლიტერატურულ-შემეცნებითი  საღამო ,,ხმათა ხავერდების და ღმერთების ენა“ 15 აპრილს გაიმართა. ქართული ენის და ლიტერატურისა და თეატრალური მიმართულებების მოსწავლეებმა წარმოადგინეს ქართული ენის განვითარების მრავალსაუკუნოვანი  ისტორია, ცნობილი ქართველი მოღვაწეების გამონათქვამები ენაზე, ქართული ენისადმი მიძღვნილი ლექსები, ისაუბრეს ამ  უნიკალური ფენომენის ძალასა და  ფართო  შესაძლებლობებზე.   პედაგოგმა  რუსუდან ყიფიანმა ისაუბრა  1978 წლის 14 აპრილს საქართველოში  განვითარებულ მოვლენებზე, ქართული ენის  განსაკუთრებულ როლზე  ეროვნული თვითმყოფადობის შენარჩუნებაში.   სასახლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, პროფესორმა გიორგი თოდაძემ პედაგოგს, მოსწავლეებს მადლობა გადაუხადა  ლამაზი საღამოსთვის, გულწრფელი ემოციისთვის;   ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტს პროფესორებმა მაია ლომიამ, ქეთევან მარგიანმა  აღნიშნეს, რომ „სასიამოვნოდ გაოცებულნი" დარჩნენ სასახლის მოსწავლეების მომზადების მაღალი დონით.