11:00-18:00
(+995 32) 299 75 07

სიახლეები

ფოტოგამოფენა „ცხოვრება ვარდისფერ ფერში“
17.05.2018

16 მაისს, ქალაქ თბილისის მერიის პროექტის  „თბილისის ცის ქვეშ" ფარგლებში, მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ეზოში  გაიმართა    აუდიო-ვიზუალური მიმართულების გ. თიკანაძის სახელობის ფოტოსტუდიის მოსწავლეთა ნამუშევრების გამოფენა  ,,La  vie  em  rose " -  მოზარდების მიერ დანახული სამყარო, რომელზეც 40-ზე მეტი ნამუშევარი იყო წარმოდგენილი.   პროექტის ფარგლებში,  დედაქალაქის სხვადასხვა ადგილას,  მწვანე სივრცეში  კულტურული ღონისძიებები - კონცერტები, მუსიკალური და თეატრალური წარმოდგენები, გამოფენები იმართება.